ანტურაჟი (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანტურაჟი (ფრანგ. entourage - გარსშემორტყმა) — სოლისტის კონცერტზე სხვა შემსრულებლის გამოსვლა. მაგ.: მომღერლის კონცერტზე - პიანისტის, მევიოლინეს, ან სხვ. სოლო გამოსვლა. ზოგჯერ ორკესტრის გამოსვლა დამოუკიდებელი ნომრით. XVIII - IXX საუკუნეებში ანტურაჟის გარეშე არ ტარდებოდა არც ერთი სოლო კონცერტი (ასე, ვენის მოცარტის „აკადემიებში“ სხვა შემსრულბლებიც იღებდნენ მონაწილეობას). ანტურაჟზე უარი თქვა პიანისტმა ფ. ლისტმა. მოგვიანებით სხვა შემსრულებლებმაც (იშვიათ შემთხვევებში ვოკალისტები) . ანტურაჟი არც დღეისთვის წარმოადგენს იშვიათობას სოლო კონცერტების პრაქტიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. მ. იამპოლსკი „ენციკლოპედიური მუსიკალური ლექსიკონი“ (1966 წ.); 23-24 გვ.