ანტონ ჩეხოვის ძეგლი (ტაგანროგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონ ჩეხოვის ძეგლი
რუს. Памятник Антона Чехова
კოორდინატები 47°12′38″N 38°55′20″E / 47.2106° ჩ. გ. 38.9222° ა. გ. / 47.2106; 38.9222
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე იულიან რუკავიშნიკოვი
გახსნის თარიღი 1960
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110065000

ანტონ ჩეხოვის ძეგლი (რუს. Памятник Антона Чехова) — რუსი მწერლის ანტონ ჩეხოვის ძეგლი ტაგანროგში. ძეგლი აღმართეს 1960 წელს[1] და მისი ავტორია მოქანდაკე იულიან რუკავიშნიკოვი. ძეგლი დგას წითელი მოედნის ჩეხოვის სახელობის სკვერში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის ავტორია სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, რსფსრ-ის სახალხო არტისტი, ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი — იულიან რუკავიშნიკოვი. კვარცხლბეკზე მუშაობდა არქიტექტორი გრიგორ ზახაროვი[1]. ქანდაკების სიმაღლეა 3 მეტრი, ხოლო კვარცხლბეკისა - 3,5 მ. ფიგურა დამზადდა ლენინგრადის ქარხანაში „მონუმენტსკულპტურა“[1]. გრანიტის ფილები კვარცხლბეკისათვის გამოაგზავნა მიტიშინის ქარხანამ[1].

ანტონ ჩეხოვი გამოსახულია ახალგაზრდა ასაკში, იგი ზის ქვაზე წიგნით ხელში და გაჰყურებს იმ ქუჩას, რომელზეც დაიბადა.

ანტონ ჩეხოვის ძეგლს რსფსრ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 4 დეკემბრის № 624 გადაწყვეტილებით მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ ჩეხოვის ძეგლის შექმნა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდში დაიბადა, როდესაც 1904 წელს ტაგანროგელებმა შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს ქალაქის საკრებულოს დაედგათ ტავიანთი ცნობილი თანამემამულის ქანდაკება.

ძეგლის დადგმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 1910 წლის 18 ივნისს. შეიქმნა დაპროექტებისა და შემოწირულობების კომიტეტი[2].

1920 წლისათვის ძეგლისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ გამოყო 8822 რუბლი და 60 კაპიკი, მაგრამ 1930-იანი წლების შუა ხანებამდე ძეგლი არ აუგიათ. 1934 წელს, ანტონ ჩეხოვის გარდაცვალებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ლიტერატურულ საღამოზე კვლავ გამოაცხადეს, რომ დაბადებიდან 75 წლის იუბილისათვის ძეგლი დაიდგმებოდა[2].

1935 წელს გადაწყდა ანტონ ჩეხოვსადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება, რომლის მიხედვითაც მაისის თვეში დაიგეგმა ჩეხოვის ძეგლის გახსნა. 31 მაისს საზეიმოდ მოხდა საფუძვლის ჩაყრა. პირველი აგური მის საფუძველში მწერლის დამ მ. ჩეხოვამ ჩადო. მაგრამ 30-იან წლებში ჯერ კიდევ არ დაუდგამთ ძეგლი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩეხოვის გარდაცვალების 40 წლისთავთან დაკავშირებით გადაწყდა მისი ძეგლის დადგმა მოსკოვსა და ტაგანროგში. 1944 წლის 15 ივლისს ტაგანროგის გათავისუფლების შემდეგ დაიდგა მწერლის ბრინჯაოს ბიუსტი[1]. ეს იყო არქიტექტორ ვერა მოროზოვას ბიუსტის კოპიო, რომელიც დადგეს მწერლის სახლ-მუზეუმის წინ[3]. ბიუსტი წითელ მოედანზე იდგა 1960 წლამდე. 1960 წელს კი დაიდგა იულიან რუკავიშნიკოვის ძეგლი[1].

ძეგლის საზეიმო გახსნა მოხდა 1960 წლის 29 იანვარს[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Киричек М. С. Чехову памятник (Красная площадь) // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 795. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. 2.0 2.1 ЧЕХОВСКИЕ МЕСТА В ТАГАНРОГЕ. tgliamz.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-07.
  3. Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 47. — ISBN 978-5-9901455-3-5.
  4. Фоминых Н. К вопросу о памятнике Чехову // Вехи Таганрога. — 2004. — № 20.