ანტონ ნატროშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი (რუსიფიცირებული ვარიანტი ანტონ ნატროევი, რუს. Антон Иванович Натроев; დ. დეკემბერი, 1852, ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 18 ივნისი, 1930, ტფილისი) — ქართველი პედაგოგი, სახალხო განათლების და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, დამსახურებული მასწავლებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის, ივანე ნატროშვილის ოჯახში. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე. ანტონმა წარმატებით დაამთავრა სემინარია და გაიგზავნა ყაზანის სასულიერო აკადემიაში სახელმწიფო ხარჯზე. 1877 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია, მაგისტრის ხარისხით[1] და ითხოვა პედაგოგობა თბილისის სემინარიაში, მაგრამ, როგორც „ბუნტში“ შემჩნეულს, უარი უთხრეს და გაამწესეს სამარის სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად.

1884 წელს ა. ნატროშვილი გადმოიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკისა და გეოგრაფიის პედაგოგად. ერთი წლის შემდეგ იგი უკვე თბილისშია, სადაც 34 წელი, ძირითადად, სასულიერო სასწავლებელში იღვაწა, პარალელურად მუშაობდა ხან ქართულ გიმნაზიაში, ხან - მე-2 კომერციულ სასწავლებელში.

1918 წელს საულიერო სასწავლებელი სასულიერო სემინარიას შეუერთდა და ეგრეთ წოდებული VIII სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა, სადაც, მოსწავლეთა მოთხოვნით, ა. ნატროშვილი დირექტორად დაინიშნა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ ქიზიყს. აქ იგი მოსამართლედ აირჩიეს. 1923 წლიდან კვლავ სკოლაშია. ჯერ ქვემო მაჩხაანის შვიდწლედში მასწავლებლობდა, შემდეგ - სოფ. ყანდაურის შრომის სკოლის გამგედ დაინიშნა, სადაც დაჰყო 1927 წლამდე, ვიდრე ჯანმრთელობა არ შეერყა.

ანტონ ნატროშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, სვეტიცხოვლის სარესტავრაციო კომიტეტისა და ბევრი სხვა საზოგადოების წევრი. თანამშრომლობდა გაზეთებში "Кавказ" და "Кавказское обозрение". მის ნამოწაფართა შორის მრავალი სახელოვანი ადამიანი იყო: პოეტი გიორგი ლეონიძე, ინჟინერი გრიგოლ ქურდიანი, პროფესორი გრიგოლ მუხაძე და სხვები.

მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია მცხეთაზე და სვეტიცხოვლის ტაძარზე, რომელიც პირველი ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევაა ამ საკითხში. ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს თავისი სამეცნიერო მნიშვნელობა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Краткая история Афонско-Иверского монастыря по грузинским источникам. Тифлис, 1884
  • არითმეტიკის კრებული. ტფილისი, 1893
  • Ираклий II, царь грузинский, Тифлис, 1898
  • Речь, произнесенная членом Комиссии А. Натроевым при открытии в Тифлисе летних педагогических курсов, 15 июня 1898 года. Тифлис, 1898.
  • О реставрации Мцхетского собора в текущем столетии (XIX в.). Тифлис, Перепеч. из "Духов. вестн. Груз. экзархата". N11 за 1900 г.
  • Новый вариант грузинской библии. Тифлис,
  • Мцхет и его собор Свэти-Цховели: Историко-археологическое описание. Тифлис, 1901;
  • Обучение на родном языке и его культурное народное значение. Тифлис, 1903.
  • О значении родного языка в деле распространения сельско-хозяйственных знаний и умений среди инородцев Закавказья. Тифлис, 1903.
  • Иверский монастырь на Афоне в Турции, на одном из выступов Халкидонского полуострова. Тифлис, 1909
  • Памятная записка об Иверском монастыре на Афоне-Халкидонском полуострове. Тифлис, 1913.
  • Чем и как покрыть древние храмы Грузии. Тифлис, 1914.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 289, თბ., 1994
  • ლიდია ნატროშვილი, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია), ლიტერატურის მატიანე. თბ., 1986

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]