ანტონ ინოველი
| ანტონ ინოველი | |
|---|---|
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ანტონ ინაშვილი |
| დაბ. თარიღი | 17 იანვარი, 1898 |
| დაბ. ადგილი | თბილისი |
| გარდ. თარიღი | 1987 |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
| საქმიანობა | მომღერალი |
ანტონ ინაშვილი (ანტონ ინოველი) (დ. 17 იანვარი, 1898, თბილისი — გ. 1987, იქვე) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1956). ცნობილი მომღერლების - სსრკ სახალხო არტისტის სანდრო ინაშვილისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტის გრიგოლ ინაშვილის ძმა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალური).
1918 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1927 წლიდან დაიწყო საესტრადო-საკონცერტო მოღვაწეობა. 1931 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ესტრადის მსახიობია (სოლისტი-მომღერალი). 1939 წლიდან — აფხაზეთის სახელმწიფო ესტრადის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1941-1947 წლებში იყო აფხაზეთის ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1947 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. 1954-1956 წლებში — საორკესტრო მუსიკოსების ბიუროს დირექტორი.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი. 2015. გვ. 222.