ანტონიუ რამალიუ ეანიში
ანტონიუ რამალიუ ეანიში (დ. 25 იანვარი, 1935) — პორტუგალიელი გენერალი და პოლიტიკოსი, რომელიც 1976-დან 1986 წლამდე პორტუგალიის პრეზიდენტი იყო.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ალკაინსში, კასტელო-ბრანკუ; იგი არის გენერალური კონტრაქტორის, მანუელ დოს სანტოს ეანიშის და მარია დო როსარიო რამალიოს ვაჟი.[10]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალიის კოლონიურ ომებში ხანგრძლივი სამხედრო კარიერის შემდეგ, ეანიში პორტუგალიის ანგოლაში მსახურობდა, როდესაც 1974 წლის 25 აპრილის რევოლუცია მოხდა. იგი შეუერთდა „შეიარაღებული ძალების მოძრაობას“ (MFA) და პორტუგალიაში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა RTP-ის (პორტუგალიის საზოგადოებრივი ტელევიზია) პრეზიდენტად. 1975 წლის იანვარ-თებერვალში იგი გამოიკვეთა პორტუგალიის სამხედრო ძალებში „ოპერატიულთა“ ფრაქციის ლიდერად, რომელიც ოფიცერთა კორპუსის პროფესიულ ინტერესებს წარმოადგენდა.[11] დაახლოებით იმავე პერიოდში, მისით დაინტერესდა ფრანკ კარლუჩის აშშ-ის საელჩოს ახალი გუნდი; კარლუჩი 1975 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დანიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გენერალ ვერნონ ა. უოლტერსის რჩევით, მისიით — „გამოეყვანათ კომუნისტები მთავრობიდან და არ დაეშვათ მათი დაბრუნება“; პოლკოვნიკ რობერტ შულერისა და ნატოს ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ალექსანდრე ჰეიგის მიერ შერჩევის შემდეგ, იგი ჩაერთო ნატოს სასწავლო პროგრამებში და კარლუჩის მოადგილის, ჰერბერტ ს. ოკუნისგან დაიმსახურა დახასიათება — „დემოკრატიის სკაუტი“.[12] ამის შემდეგ, ეანიში გასცა 1975 წლის 25 ნოემბრის სამხედრო კონტრგადატრიალების ბრძანება MFA-ის პროკომუნისტური რადიკალური ფრაქციის წინააღმდეგ, რითაც დასრულდა იმ წლის „ცხელი ზაფხული“ (Verão quente).[10][13][14][15][16][17]
1976 წლის ივნისში იგი აირჩიეს პორტუგალიის პრეზიდენტად ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით, გარდა კომუნისტებისა, და ერთდროულად ეკავა პორტუგალიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და რევოლუციის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობები.[18] თავდაპირველად მან უმცირესობის მთავრობის ფორმირება სოციალისტურ პარტიას მიანდო.[19] 1977 წელს მან ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი კომისია პორტუგალიის ეკონომიკის შესასწავლად, ხოლო 1978 წლის აგვისტოში სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, მარიუ სოარეშის გადაყენების შემდეგ, დანიშნა სამი თანმიმდევრული ტექნოკრატიული კაბინეტი ალფრედო ნობრე და კოშტას, კარლუშ მოტა პინტუსა და მარია დე ლურდეშ პინტასილგუს ხელმძღვანელობით, რომელთაგან არცერთს არ უმსახურია ერთ წელზე მეტხანს.[20]1980 წლის ბოლოს იგი ხელახლა აირჩიეს და თანამდებობაზე 1986 წლის მარტამდე დარჩა. პრეზიდენტობის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა „დემოკრატიული განახლების პარტიას“ (პორტუგალიურად: Partido Renovador Democrático) და 1987 წლამდე მხარს უჭერდა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (PSD) უმცირესობის მთავრობას. იგი გადადგა 1987 წელს, საკანონმდებლო არჩევნებში PSD-სთან დამარცხების შემდეგ.[10][21]
როგორც პორტუგალიის ყოფილი არჩეული პრეზიდენტი, იგი პორტუგალიის სახელმწიფო საბჭოს წევრია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Рамалью Эаниш Антониу душ Сантуш — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://www.presidencia.pt/presidente-da-republica/a-presidencia/antigos-presidentes/antonio-ramalho-eanes/
- ↑ http://www.ordens.presidencia.pt/?idc=155&list=1
- ↑ http://kongehuset.dk/modtagere-af-danske-dekorationer
- ↑ Tildelinger av ordener og medaljer — Norwegian royal family.
- 1 2 http://www.ordens.presidencia.pt/?idc=153&list=1
- 1 2 3 4 http://www.ordens.presidencia.pt/?idc=153
- 1 2 3 MPR - António Ramalho Eanes pt-PR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 August 2024. ციტირების თარიღი: 2024-07-07
- ↑ Maxwell 1995, pp. 87, 150.
- ↑ Maxwell 1995, pp. 95, 107.
- ↑ O caminho imperturbável de Ramalho Eanes pt (2020-01-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2024. ციტირების თარიღი: 2024-07-07
- ↑ O Golpe do 25 de Novembro pt-PT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2024. ციტირების თარიღი: 2024-07-07
- ↑ Birmingham, David (2003), A Concise History of Portugal (2nd რედ.), Cambridge: Cambridge University Press, p. 192
- ↑ Gallagher 1983, pp. 224, 230.
- ↑ Maxwell 1995, p. 156.
- ↑ Maxwell 1995, p. 160.
- ↑ Gallagher 1983, pp. 230–31.
- ↑ Gallagher 1983, pp. 235–36.
- ↑ António Ramalho Eanes pt-PT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 February 2024. ციტირების თარიღი: 2024-07-07
| |||||||||||