შინაარსზე გადასვლა

ანტონიუ კოშტა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონიუ კოშტა
ანტონიუ კოშტა
ანტონიუ კოშტა 2024 წელს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 დეკემბერი, 2024
წინამორბედიშარლ მიშელი

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ნოემბერი, 2015 – 2 აპრილი, 2024
პრეზიდენტიანიბალ კავაკუ სილვა
მარსელუ რებელუ დი სოზა
წინამორბედიპედრუ პასუშ კოელიო
მემკვიდრელუიშ მონტენეგრუ

დაბადებული17 ივლისი, 1961 (1961-07-17) (64 წლის)
ლისაბონი, პორტუგალია
პოლიტიკური პარტიაპორტუგალიის სოციალისტური პარტია
მამაორლანდუ და კოშტა
დედამარია ანტონია პალა
მეუღლეფერნანდა ტადეუ
შვილები2
განათლებალისაბონის უნივერსიტეტი

ანტონიუ ლუიშ სანტუშ და კოშტა (პორტ. António Luís Santos da Costa; დ. 17 ივლისი, 1961, ლისაბონი, პორტუგალია)[1] — პორტუგალიელი იურისტი და პოლიტიკოსი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2024 წლის 1 დეკემბრიდან.[2]

და კოშტა 2015-2024 წლებში იყო პორტუგალიის 118-ე პრემიერ-მინისტრი და ხელმძღვანელობდა XXI (2015-2019 წწ.), XXII (2019-2022 წწ.) და XXIII (2022-2024 წწ.) კონსტიტუციურ მთავრობებს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თითქმის 9-წლიანი ყოფნით იგი მეორე ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პრემიერია, ამასთან კოშტა არის სამთავრობო თანამდებობებზე ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე პოლიტიკოსი დემოკრატიულ პორტუგალიაში[3] და XXI საუკუნეში იბერიის ნახევარკუნძულის ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე ეროვნული ლიდერი.[4]

1995-1997 წლებში იყო საპარლამენტო საქმეთა სახელმწიფო მდივანი, საპარლამენტო საქმეთა მინისტრი 1997-1999 წლებში, იუსტიციის მინისტრი 1999-2002 წლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2007 წლებში, ასევე ლისაბონის მერი 2007-2015 წლებში. 2014 წელს იგი აირჩიეს სოციალისტური პარტიის გენერალურ მდივნად, ეს თანამდებობა ეკავა 2024 წლის დასაწყისამდე.[5]

2023 წლის 7 ნოემბერს კოშტა გადადგა თანამდებობიდან მის მთავრობის წევრებთან დაკავშირებული გამოძიების გამო, რომელიც ეხებოდა სავარაუდო კორუფციას და გადაცდომებს ქვეყანაში ლითიუმის მოპოვებისა და წყალბადის პროექტების მართვაში.[6][7]

პორტუგალიის პრეზიდენტმა გადაწყვიტა პარლამენტის დათხოვნა და დანიშნა რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 10 მარტს. კოსტა დარჩა პრემიერ-მინისტრად მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით 2024 წლის 2 აპრილამდე, სანამ მისმა შემცვლელმა, ოპოზიციის ლიდერმა ლუიშ მონტენეგრუმ არ დადო ფიცი.[8][9]

2024 წლის დეკემბერში კოშტამ შარლ მიშელი შეცვალა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე.[10]

  1. Leadership. ციტირების თარიღი: 15 July 2020
  2. Brzozowski, Alexandra (29 Nov 2024). „Costa takes helm as European Council president, eyes internal reforms“. Euractiv.com.
  3. „Eis os políticos que estiveram mais tempo no Governo (e há um novo líder da tabela)“. Expresso (Portuguese). 16 January 2023. ციტირების თარიღი: 2 December 2024.
  4. „António Costa, o homem que "brilhou como nunca" com a geringonça mas que foi "devorado por um carrossel de escândalos". Correio da Manhã (Portuguese). 31 March 2024. ციტირების თარიღი: 2 December 2024.
  5. António Costa's Biography on the Portuguese Government's official webpage დაარქივებული 8 December 2015 საიტზე Wayback Machine. .
  6. „Portugal's PM Costa resigns over corruption investigation“. Reuters (ინგლისური). 2023-11-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-07.
  7. „Face a buscas e detenções, Marcelo recebeu Costa a pedido deste em Belém“. Notícias ao Minuto (პორტუგალიური). 2023-11-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-07.
  8. Marcelo dissolve Parlamento. António Costa no Governo até às próximas eleições a 10 de março pt. ციტირების თარიღი: 16 November 2023
  9. Pinto, Salomé (2 April 2024). „Montenegro sucede a Costa. Ministros tomaram posse“ [Montenegro succeeds Costa. Ministers took office]. ECO (Portuguese). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2024. ციტირების თარიღი: 4 April 2024.
  10. „Von der Leyen, Costa and Kallas bag EU top jobs“. Poltico Europe (English). 27 June 2024. ციტირების თარიღი: 27 June 2024.