ანტონიო მარია სალვიატი

ანტონიო მარია სალვიატი (დ. 21 იანვარი, 1537 — გ. 26 აპრილი, 1602) — ფლორენციელი კათოლიკე კარდინალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალვიატი ფლორენციაში, ლორენცო სალვიატისა და კონსტანცა კონტის ოჯახში დაიბადა. ის კარდინალების - ბერნარდო სალვიატისა და ჯოვანი სალვიატის ძმისშვილი იყო. მისი ბებია ლუკრეცია მედიჩი, პაპ ლეო X-ის და და ლორენცო მედიჩის უფროსი ქალიშვილი გახლდათ.
1561 წელს ის საფრანგეთის სან-პაპულის ეპისკოპოსად დაინიშნა, და შემდეგ, იმავე ქვეყნის ნუნცია გახდა. პაპმა გრიგოლ XIII-მ ის 1583 წლის 12 დეკემბერს კარდინალად აკურთხა. ამის შემდეგ, ის კამელიელების ხელმძღვანელი გახდა.
სალვიატი უმეტესად საკუთარი ქველმოქმედებით იყო ცნობილი. რომში მან თავიდან ააშენა სან-ჯაკომო-დეგლი-ინკურაბილის საავადმყოფო (თავიდან ააშენა დანგრეული ბაროკოს სტილის ეკლესია - სან-ჯაკომო-ინ-ავგუსტა) და საკუთარი სახსრებით დააარსა კოლეჯიო სალვიატი, XVI საუკუნის ბოლოს. შემდეგ მან ეს შენობები რომს გადასცა საჩუქრად. ის ასევე აფინანსებდა სან-როკოს საავადმყოფოს, მშობიარე ქალების პირობების გასაუმჯობესებლად.
საინტერესოა, რომ სალვიატიმ, ანდერძის თანახმად, სან-ჯაკომოს გრძელვადიანი დაფინანსება მოახერხა - დაწესებულებას დიდი ფასის მქონე მიწები გადასცა,[1] რომლის კარგმა მენეჯმენტმაც ამ საავადმყოფოს 2008 წლამდე არსებობა და მუშაობა უზრუნველყო.
გარდაიცვალა რომში, 1602 წელს, და დაკრძალეს სან-ჯაკომო-ინ-ავგუსტაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- De Angelis, Pietro (1952). Il Cardinale Antonio Maria Salviati (1536-1602), Benefattore insigne degli Ospedali di San Giacomo in Augusta e di San Rocco. Rome: Ferri. OCLC 14542890.
- Di Castro, Francesca (2009). „L'Ospedale di San Giacomo degli Incurabili“, Strenna dei Romanisti. Rome: Gruppo dei Romanisti.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Salviati biography. ციტირების თარიღი: 2025-05-03
- Miranda, Salvador. SALVIATI, Antonmaria (1537-1602). The Cardinals of the Holy Roman Church. Florida International University. ციტირების თარიღი: December 20, 2021.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Francesca Di Castro, L'Ospedale di San Giacomo degli Incurabili, Strenna dei Romanisti, 2009.