ანტონიო დი გოვეა
ანტონიო დი გოვეა (პორტ. Antonio di Govea) (დ. 1575 – გ. 1628) — პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, ესპანეთის დიპლომატიური წარმომადგენელი სეფიანთა ირანში.
1597 მისიონერად იყო გოაში (ინდოეთი), საიდანაც ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის დავალებით ორ მისიონერთან (ჟერომ დე ლა კრუა, კრისტოფ დუ სენტ-ესპრი) ერთად დიპლომატიური მისიით შაჰ აბას I-ის კარზე გაემგზავრა. 1611 წელს ლისაბონში გამოიცა გოვეას ნაშრომი, რომელშიც არის მრავალი ძვირფასი ცნობა ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ, კერძოდ, ირანის ჯარების პირველ ყულარაღასსა და ფარსის ბეგლარბეგ ალავერდი-ხან უნდილაძეზე, მის ორ ვაჟზე — დაუდ-ხანსა და იმამყული-ხანზე, აგრეთვე ქართლის მეფე სიმონ I-სა და მანუჩარ II ათაბაგზე, ქეთევან დედოფალზე, ქართველ დიპლომატ ქალზე — გულჩარაზე, კახთა მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი გამაჰმადიანებული ძის კონსტანტინეს შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგაძე, ბ. „გოვეა“ დაარქივებული 2022-01-23 საიტზე Wayback Machine. . საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. – თბ., 2012.