ანტონიო დე ტრუება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტონიო დე ტრუება
Antonio Trueba.jpg
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი 1819(1819-12-24)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი გალდამესი
გარდ. თარიღი 10 მარტი 1889(1889-03-10)[1] [2] [3] (69 წლის)
გარდ. ადგილი ბილბაო
საქმიანობა ავტორი, მწერალი, პოეტი და archivist
ენა ესპანური ენა[4]
მოქალაქეობა ესპანეთი
ჟანრი ნარკვევი, მოთხრობა, რომანი, მოთხრობა და პოეზია

ანტონიო დე ტრუება ი ლა კინტანა (ესპ. Antonio María de Trueba y de la Quintana; დ. 24 დეკემბერი, 1821 — გ. 10 მარტი, 1889) — ესპანელი პოეტი, ნოველისტი და ფოლკლორისტი. იგი დაიბადა მონტელაში, ბისკაიში 1821 წელს (ზოგი წყაროს მიხედვით 1819 წელს) სადაც პირადად მიიღო განათლება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრუება ადრინდელი ესპანური რეალიზმის წარმომადგენელია. იგი წარმოშობით ბასკია და მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ბასკური ფოლკლორის ნიმუშებს. გამოქვეყნებული აქვს ნოველების კრებულები „ხალხური მოთხრობები“ (1859), „ვარდისფერი მოთხრობები“ (1859), „სოფლური მოთხრობები“ (1960), სადაც ასახავს ბასკეთის ყოფა-ცხოვრების სურათებს, ისტორიასა და ფოლკლორს. შესანიშნავად ხატავს მთელს გალერეას გულწრფელ, გულახდილ, მორჩილ შრომელთა ხასიათებისა, რომლებიც მთლიანად მინდობილნი არიან ეკლესიასა და ბურჟუაზიულ მორალს. ანტონიო ტრუება არც ქალაქის წვრილ ბურჟუაზიას ივიწყებს. ავტორია ისტორიული რომანებისა: „სიფი“ (1851), „სიდის ქალიშვილი“ და ეპოქის ცხოვრების ამსახველი რომანისა „თანამედროვე სიჩლუნგე“ (1876).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 IMSLP — 2006.
  2. 2.0 2.1 Spanish Biographical DictionaryReal Academia de la Historia.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.