მიქელანჯელო ანტონიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანტონიონი, მიქელანჯელო)
მიქელანჯელო ანტონიონი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1912
ფერარა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 2007
რომი, იტალია
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1942-2004
მეუღლე(ები)

ლეტიცია ბალბონი (1942–1954)

ენრიკა ანტონიონი (1986–2007)
ოსკარი საპატიო ოსკარი (1994)
სხვა ჯილდოები

ვერცხლის ლომი
1955 — მეგობრები
ოქროს პალმის რტო

1967 — ფოტოგადიდება

მიქელანჯელო ანტონიონი (იტალ. Michelangelo Antonioni; დ. 29 სექტემბერი, 1912 — გ. 30 ივლისი, 2007) — იტალიელი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიონი დაიბადა ქალაქ ფერარაში. დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით. 1939 წელს მუშაობა დაიწყო რომში. რეჟისორული დებიუტი ანტონიონიმ 1942 წელს დოკუმენტური ფილმით „ადამიანები მდინარე პოდან“ დაიწყო. მისი პირველი გამორჩეული ფილმი იყო „მეგობრები“, რომელიც 1955 წელს ვერცხლის ლომით დაჯილდოვდა.

მის შემოქმედებას ეკუთვნის ეგზისტენციალისტური ტეტრალოგია: „თავგადასავალი“, „ღამე“, „დაბნელება“, „წითელი უდაბნო“. ფილმი „ღამე“ ოქროს დათვით დაჯილდოვდა, ხოლო თავად ანტონიონიმ დავიდ დი დონატელოს პრემია მიიღო საუკეთესო რეჟისორისთვის.

ანტონიონის ეკუთვნის ასევე „ზაბრისკი პოინტი“, რომლის მუსიკა Pink Floyd-ს ეკუთვნის და „პროფესია რეპორტიორი“ ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით. ფილმი „წითელ უდაბნო“ 1964 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომით დაჯილდოვდა, ხოლო ფილმი ფოტოგადიდება კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა.

კინორეჟისორი ყურადღებას ყოველთვის ადამიანებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე ამახვილებდა. მისი მუზა მსახიობი მონიკა ვიტი იყო. ამ უკანასკნელს რამდენიმე მთავარი როლი აქვს შესრულებული ანტონიონის ფილმებში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]