შინაარსზე გადასვლა

ანტონინო ზიკიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონინო ზიკიკი
იტალ. Antonino Zichichi
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1929(1929-10-15)[1]
დაბ. ადგილი ტრაპანი
გარდ. თარიღი 9 თებერვალი, 2026(2026-02-09)[2] (96 წლის)
გარდ. ადგილი ლოზანა
მოქალაქეობა  იტალია
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პალერმოს უნივერსიტეტი და ლეონარდო ხიმენესის სახელმწიფო კლასიკური ლიცეუმი
ჯილდოები ორდენი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ენრიკო ფერმის პრიზი, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, პეკინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის ორდენის კავალერი, იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის დიდი ოფიცერი, ოქროს მედალი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სავოიის სამოქალაქო ორდენი და წმინდა საფლავის ორდენის რაინდი-კომანდორი

ანტონინო ზიკიკი (იტალ. Antonino Zichichi; დ. 15 ოქტომბერი, 1929, ტრაპანი, იტალია, — გ. 9 თებერვალი, 2026, ლოზანა, შვეიცარია) — იტალიელი ფიზიკოსი, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სპეციალისტი.

დაამთავრა პალერმოს უნივერსიტეტი. 1955 წლიდან მუშაობდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (ცერნი). 1981 წელს იტალიის მთავრობის მიერ წარდგენილი იყო ცერნის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა არ აირჩიეს. 1963 წლიდან იყო ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1977–1982 წლებში არჩეული იყო იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის, 1978–1980 წლებში — ევროპის ფიზიკის საზოგადოების პრეზიდენტად.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა ელემენტარული ნაწილაკების თვისებებსა და ბუნებაში არსებულ ფუნდამენტურ ძალებზე. მას ეკუთვნის ჰადრონული ურთიერთქმედების პროცესში წარმოქმნილი ლეპტონური წყვილების შესწავლის ახალი მეთოდი, ე. წ. „ეფექტური ენერგიის“ მეთოდი ორი სხეულის ურთიერთქმედების შესასწავლად, აგრეთვე იდეა მძიმე ლეპტონის არსებობის შესახებ. შემუშავებული აქვს ექსპერიმენტული მეთოდი ზემოაღნიშნული ლეპტონის აღმოსაჩენად e–e+ ანიჰილაციებში. 1965 წელს ექსპერიმენტატორთა ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით ცერნ-ში მიიღო პირველი ანტიდეიტრონი. ზიკიკს შემოთავაზებული აქვს გრიგორიანული კალენდრის დაზუსტების სქემა. არის ღირსების ორდენების კავალერი, წმ. პაპის სილვესტერის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი (ვატიკანი, 1985), მიღებული აქვს სხვა ჯილდოებიც. არის მრავალი ქვეყნის ქალაქის საპატიო მოქალაქე. 1996 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად.

  • L’Infinito, publ. by Rizzoli Bur, 7 ed., 1994.
  • Scienza ed Emergenze Planetarie, «Il Paradosso dell’ Era Moderna», publ. by Rizzoli, 5 ed., March, 1997.
  • Tra Féde e Scièn za. Da Giovanni Paolo II a Benedetto XVI, il Saggiatóre.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. SNAC — 2010.
  2. È morto il fisico Antonino Zichichi, il padre dei Laboratori del Gran Sasso: aveva 96 anniლა რეპუბლიკა.