ანტონინა კრავჩუკი
ანტონინა კრავჩუკი Антоніна Кравчук | |
უკრაინის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 დეკემბერი, 1991 – 19 ივლისი, 1994 | |
პრეზიდენტი | ლეონიდ კრავჩუკი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ლიუდმილა კუჩმა |
დაბადებული | 3 ნოემბერი, 1935 ბელოპოლიეს რაიონი, სუმის ოლქი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი |
მეუღლე | ლეონიდ კრავჩუკი |
შვილები | ოლექსანდრ კრავჩუკი |
ანტონინა მიხაილის ასული კრავჩუკი (უკრ. Антоніна Михайлівна Кравчук; დ. 3 ნოემბერი, 1935, ბელოპოლიეს რაიონი, სუმის ოლქი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი) — უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის მეუღლე და უკრაინის ისტორიაში პირველი ქალი, რომელსაც პირველი ლედის თანამედებობა ეკავა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტონინა მიხაილის ასული მიშურა (მისი დაბადების გვარი) 1935 წლის 3 ნოემბერს უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, კერძოდ, სუმის ოლქის ბელოპოლიეს რაიონში დაიბადა. 1958 წელს მან დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა.
ანტონინა კრავჩუკი იყო ჟურნალ "პერსონალის", სრულიად უკრაინული ზოგადი პოლიტიკური საგანმანათლებლო ყოველკვირეული "პერსონალის პლუსის" დამფუძნებელი პერსონალის მენეჯმენტის რეგიონულ აკადემიაში. 1957 წელს[1][2] ის დაქორწინდა ლეონიდ კრავჩუკზე.[2][1] მეუღლის სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ანტონინა იშვიათად ესწრებოდა ოფიციალურ ღონისძიებებს.[1]
ანტონინა მიშურას ერთი შვილი ჰყავს, ოლექსანდრ ლეონიდის ძე კრავჩუკი, რომელიც სახელმწიფო კომპანია ,,ნაფკომ-აჰროს" და ყოფილი საფეხბურთო კლუბის, ბროვარის ნაფკომის პრეზიდენტია. კრავჩუკს ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს. იმის მიუხედავად, რომ ანტონინა უკრაინის სახელმწიფოსთვის აღარ მუშაობს, ის კვლავაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაჩაზე ცხოვრობს, კონჩა-ზასპაში.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 First ladies of Ukraine დაარქივებული 2014-10-14 საიტზე Wayback Machine. , ITAR-TASS (6 June 2014).
- ↑ 2.0 2.1 Bush, Barbara (1994). Barbara Bush: A Memoir. New York: Scribner, გვ. 428. ISBN 0-7432-5447-3. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
- ↑ "Ukrayinska Pravda exposes president's Mezhygirya deal", Kyiv Post (6 May 2009).
|