ანტონია ჯენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონია ჯენტრი

ანტონია ჯენტრი 2022 წელს
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1997 (1997-09-25) (26 წლის)
ატლანტა, ჯორჯია, აშშ
სხვა სახელები ტონი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ჯონ შ. დევიდსონის სახვითი ხელოვნების მაგნიტის სკოლა
ალმა-მატერი ემორის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2014-დღემდე
მშობლები მამა: ტონი ჯენტრი
დედა: სანდრა ჯენტრი

ანტონია ჯენტრი (ინგლ. Antonia Gentry; დ. 25 სექტემბერი, 1997)[1]ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ჯინის როლით ნეტფლიქსის სერიალ Ginny & Georgia-ში (2021-დღემდე).

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიას შტატში.[2][1] ის ორი რასის წარმომადგენელია. დედა შავკანიანია და წარმოშობით იამაიკიდანაა, მამა კი თეთრკანიანია.[3][4] ანტონია ხუთი წლიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. იგი პირველად ადგილობრივი თეატრის სცენაზე გამოჩნდა, სადაც სხვადასხვა როლს ასრულებდა სპექტაკლებში, რომლებსაც დედამისი წერდა.

ანტონია დრამატურგიას სწავლობდა ჯონ შელდონ დევიდსონის სახვითი ხელოვნების მაგნიტის სკოლაში, რომელიც 2019 წელს დაამთავრა.[5] ესწრებოდა ემორის უნივერსიტეტის დრამატურგიის ლექციებსაც.[6][7] უნივერსიტეტში იგი გახდა კომედიურ-იმპროვიზაციური დასის წევრი.[4] სამსახიობო საქმიანობასთან ერთად მუშაობდა ნახევარ-განაკვეთიან სამუშაოზე.[7]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავიდან ჯენტრი პატარა როლებს თამაშობდა. 2018 წელს შეასრულა ჟასმინის როლი რომანტიულ კომედიაში Candy Jar. გამოჩნდა სატელევიზიო სერიალ Raising Dion-ის ერთ-ერთ ეპიზოდშიც. 2021 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი. მან მალევე მიიღო ჯინის როლი ნეტფლიქსის სერიალ Ginny & Georgia-ში, რომელიც იმავე წელს გამოვიდა.[1]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლიდან იგი სასიყვარულო ურთიერთობაშია ამერიკელ კომპოზიტორთან და მუსიკალურ პროდიუსერთან, ეზრა პაუნდსთან.[8] ამჟამად ანტონია ნიუ-იორკში ცხოვრობს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი
2015 Driver's Ed: Tales from the Street სარა
2015 Lone Wolf Mason მედისონი
2018 Candy Jar ჟასმინი
2019 Raising Dion ვენდი
2021–დღემდე Ginny & Georgia ჯინი მილერი

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ორგანიზაცია კატეგორია ნომინაცია შედეგი
2021 MTV Movie & TV Awards საუკეთესო შესრულება Ginny & Georgia ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bird, Michele. (March 13, 2021) Here's What You Need To Know About "Ginny & Georgia" Actor Antonia Gentry en. ციტირების თარიღი: April 14, 2021
  2. 2019 Emory Commencement Program (2019).
  3. Sullivan, Corinne. (February 23, 2021) Antonia Gentry's Role in "Ginny & Georgia" Is Her Dream Come True en-us. ციტირების თარიღი: April 14, 2021
  4. 4.0 4.1 Guy, Zoe. (February 24, 2021) Everything You Need to Know About Antonia Gentry, the Star of 'Ginny and Georgia' en-US. ციტირების თარიღი: April 14, 2021
  5. Sullivan, Corinne. (February 23, 2021) She Attended a Performing Arts High School en-US. ციტირების თარიღი: April 14, 2021
  6. Thompson, Avery. (February 24, 2021) Antonia Gentry: 5 Things To Know About The Breakout Star Of 'Ginny & Georgia' en-US. ციტირების თარიღი: April 14, 2021
  7. 7.0 7.1 Marine, Brooke. (February 22, 2021) Antonia Gentry Promises 'Ginny and Georgia' Is Not a 'Gilmore Girls' Rip-off en. ციტირების თარიღი: April 18, 2021
  8. Corinne Sullivan. (2021-02-23) She's Dating Her High School Sweetheart. ციტირების თარიღი: 2022-09-28