ანტი აარნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტი აარნე
Antti Aarne.png
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი 1867(1867-12-05)[1]
დაბ. ადგილი პორი
გარდ. თარიღი 5 თებერვალი 1925(1925-02-05)[2] (57 წლის)
გარდ. ადგილი ჰელსინკი
საქმიანობა ფოლკლორისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა გერმანული ენა[1]
მოქალაქეობა ფინეთი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი

აარნე ანტი ამატუს (ფინ. Antti Amatus Aarne; დ. 5 დეკემბერი, 1867, ბიერნებორგი — გ. 5 თებერვალი, 1925, ჰელსინკი) — ფინელი ფოლკლორისტი, ე. წ. ფინეთის ისტიტუტი-გეოგრაფიული სკოლის წარმომადგენელი ფოლკლორისტიკაში. დაამუშავა შედარებითი მეთოდის ტექნიკური ხერხები, მოგვცა მისი გამოყენების ნიმუშები ზღაპრების, გამოცანებისა და სიმღერების შესწავლისას. მოახდინა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების კლასიფიკაცია (საძიებლის სახით), რომელიც ფართოდ გავრცელდა ფოლკლორისტიკაში. ეს კლასიფიკაცია, ისე როგორც აარნეს თეორიულ-მეთოდოლოგიური დებულებები, ზღაპრების მარტოოდენ სიუჟეტური სქემების ანალიზს ეფუძნება, უგულებელყოფს მათს იდეურ-მხატვრულ არსს და თავისებურებებს.

ძირითადი ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ზღაპრის ტიპების საძიებლი" (1910)
  • "სახელმძღვაინლო მითითებანი ზღაპრების შედარებითი კვლევისათვის" (1913)
  • "ზღაპრების შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა" (1914)
  • "გამოცანების შედარებითი შესწავლა" (ტ. 1-3, 1918).

ეს ნაშრომები გერმანულ ენაზე აქვს დაწერილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. https://375humanistia.helsinki.fi/antti-aarne/sepan-pojasta-professoriksi