ანტი-ბულინგის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტი-ბულინგის დღე (ინგლ. Anti-Bullying Day) — დღე, როდესაც ხალხი ვარდისფერ მაისურს ატარებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლას. ბულინგის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნის იდეა კანადაში წარმოიშვა. ეს დღე მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დღეს აღინიშნება. 2012 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურ დღედ 4 მაისი გამოაცხადა. ზოგ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, საფრანგეთში, ლიბანში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში, ანტი-ბულინგის დღე აღინიშნება 28-29 თებერვალს. კანადაში ანტიბულინგის დღე აღინიშნება თებერვლის ბოლო ოთხშაბათს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ღონისძიება 2007 წელს კანადის პროვინცია ახალი შოტლანდიის ქალაქ ბერვიკში ჩაატარეს დევიდ შეპერდმა და ტრეივის პრაისმა. მათ იყიდეს და დაარიგეს 50 ვარდისფერი მაისური მას შემდეგ, რაც მეცხე კლასის მოსწავლე ჩაკ მაკნეილი ბულინგის მსხვერპლი გახდა ვარდისფერი მაისურის გამო, რომელიც მას სკოლის პირველ დღეს ეცვა.[2] ამ მოვლენის სახსოვრად, ახალი შოტლანდიის პრემიერმა, როდნი მაკდონალდმა სექტემბრის მეორე ხუთშაბათი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა.[3]

2008 წელს, პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის პრემიერმა, გორდონ კემპბელმა, 27 თებერვალი პროვინციის ანტი-ბულინგის დღედ გამოაცხადა.[4] დღესდღეობით, თებერვლის ბოლო ოთხშაბათი ანტი-ბულინგის ეროვნული დღეა კანადაში.[5]

2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 4 მაისი ანტი-ბულინგის დღედ გამოაცხადა.[6]

2018 წელს ახალ ზელანდიაში ანტი-ბულინგის დღე აღინიშნა 18 მაისს.[7]

ანტი-ბულინგის დღე საქართველოში პირველად 2020 წლის 1 ივნისს აღინიშნა

2020 წლის 1 ივნისს ანტი-ბულინგის დღე პირველად აღინიშნა საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ორგანიზებით და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მხარდაჭერით.[8]

ანტი-ბულინგის დღის ფარგლებში გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა კიბერ-ბულინგს, მისი თავიდან აცილებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს და ბრძოლის სამომავლო გზებს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი; განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; სახალხო დამცველის აპარატი; გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); Ph international Georgia; კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; მონაცემთა გაცვლის სააგენტო; საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი.[9]

მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტი-ბულინგის დღე ბულინგის პრევენციის მიზნით შეიქმნა. აშშ-ის იუსტიციის დეპარატმენტის ცნობით, მოზარდობის პერიოდში ოთხიდან ერთი მოსწავლე ბულინგის მსხვერპლი ხდება.[10] უმეტესწილად, ბულინგის შემთხვევები განგრძობადია და არა ერთჯერადი. სტატისტიკის მიხედვით, იმ მოსწავლეების 71%, რომელიც ერთხელ მაინც იყო ბულინგის მსხვერპლი, მომავალშიც გახდება ბულინგის სამიზნე ობიექტი, რაც პრობლემას დაუსრულებელს ხდის. იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის 2010 წლის კვლევის შედეგებმა აჩვენა კავშირი ბულინგსა და სუიციდს შორის. ამის აღსაწერად შეიქმნა ტერმინი „ბულიციდი“, რაც გულისხმობს სუიციდის მცდელობას მათ მიერ, ვინც ბულინგის მსხვერპლია.

აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტი-ბულინგის დღის აქტივობები ტარდება სკოლებში, სამსახურებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აქტივობები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მაგალითად, დემონსტრაციები ბულინგის წინააღმდეგ ან საინფორმაციო ჯიხურების დადგმა, რომლებიც მუშაობს საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად და ანტიდისკრიმინაციული ორგანიზაციების შესახებ ცნობების გასავრცელებლად. აქტივობების მაგალითია „ბულინგის პრევენციის მსოფლიო დღე ლურჯი მაისურებით“, „ბულინგის ცნობიერების ეროვნული თვე“ და „ვარდისფერი მაისურის დღე“. სხვა აქტივობები მოიცავს ბუკლეტების, რესურსების და ინფორმაციის გავრცელებას, მესიჯით „ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული დღე“. გარდა ამისა, შესაძლოა ჩატარდეს მარათონები, კონფერენციები ან ვიდეოების შექმნის კონკურსები, როგორიცაა „ScreenIt!” და “Back me up” შეჯიბრები. ასეთი ინიციატივები მიზნად ისახავს მოსწავლეების, განათლების სფეროს მუშაკების, საზოგადოების და ბიზნესის მხარდაჭერას ბულინგის, დისკრიმინაციის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Everyday is Pink Day!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-25. ციტირების თარიღი: 2020-05-31.
  2. „Bullied student tickled pink by schoolmates' T-shirt campaign“. CBC News. September 19, 2007.
  3. Stand Up Against Bullying Day Proclaimed. Province of Nova Scotia (2007).
  4. Fowlie, Jonathan. (2008)Wear pink to fight bullying, minister says. Vancouver Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-05.
  5. http://www.pinktshirtday.ca/
  6. Anti Bullying Day (2012).
  7. Pink Shirt Day.
  8. საქართველოში პირველად ანტი-ბულინგის დღე აღინიშნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2020-05-31.
  9. 1 ივნისს, საქართველოში პირველად ანტი-ბულინგის დღე აღინიშნება[მკვდარი ბმული]
  10. S.P. Limber, P. Cunningham, V. Florx, J. Ivey, M. Nation, S. Chai, and G. Melton, "Bullying among school children: Preliminary findings from a school-based intervention program," paper presented at the Fifth International Family Violence Research Conference, Durham, NH, June/July 1997.