ანტი-არტი

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search

ანტი-არტი — თავისუფლად გამოყენებული ტერმინი მიმართული კონცეფციის მთელ წყობისკენ და დამოკიდებულებისკენ რომელიც უარყოფს ხელოვნების საწყის განსაზღვრებებს და კითხვის ქვეშ სვამს ზოგადად ხელოვნებას. პარადოქსულად, ანტი-არტს აქვს ტენდენცია რომ წინ წაუძღვეს ამ დაკითხვას და უარყოფას ხელოვნების თვალსაზრისიდან. ტერმინი ასოცირებულია დადას მიმართულებასთან და ფართო აღიარებით დაარსდა მარსელ დიუშანის მიერ 1914 წელს, როდესაც მან დაიწყო „უკვე შექმნილი საგნების“ გამოყება ხელოვნებაში. ტერმინი მოგვიანებით იქნა გამოყენებული კონცეპტუალურ არტში 60-იან წლებში. მათ ეს აღწერეს როგორც პენსიაზე გასვლა, მატ აღარ უნდოდათ იმ პროდუქტის კეთება, რომელიც გაიყიდებოდა.

გამოთქმამ ანტი-არტი შეიძლება მიიღოს ან არ მიიღოს ტრადიციული ფორმა ან შეხვდეს კრიტერიუმს როგორც ხელოვნების ნიმუში. ანტი-არტის შემოქმედება შესაძლოა ჩავთვალოთ რომ უარყოფს რომელიმე მხატვრული კრიტერიუმის ქვეშ ყოფნას. ანტი-არტის შემოქმედება იწუნებს ფართოდ მიღებულ მხატვრულ სტანდარტებს და აკრიტიკებს ხელოვნების კონკრეტულ ასპექტებს, როგორიცაა მაგალითად მაღალი ხარისხის მხატვრობა. ის ასევე უარყოფს რომ იმ დროინდელ მხატვრობაში არსებობდა ინდივიდუალი. ზოგი ანტი-არტის ფორმა უარყოფს ხელოვნებას მთლიანად, ან უარყოფს რომ ხელოვნება არის ცალკეული დარგი ან სპეციალიზაცია.

ანტი-არტი არ არის ხელოვნების მიმართულება. თუმცა ზოგი ხელოვნების მიმართულება მიჩნეულია როგორც „ანტი-არტის“ თვისების მატარებელი. დადას მიმართულება მიჩნეულია როგორც პირველი არტი-არტ მიმართულება. თვითონ ტერმინი „ანტი-არტი“ ნათქვამია რომ მარსელ დიუშანის გამოგონილია 1914 წელს და მისი ready-made-ები ანტი-არტის პირველი მაგალითებია.

ანტი-არტი საზოგადოდ იქნა მიღებული როგორც ხელოვნება, თუმცა არის ხალხი რომლებიც უარყოფენ დიუშანის ready-made-ებს, მაგალითისთვის სტაკისტები, რომლებიც საკუთარ გაერთიანებას უწოდებენ „ანტი-ანტი-არტს“.

ანტი-არტის ფორმები[edit | edit source]

ანტი-არტის მიმდევრების თქმით, ტერმინი უარყოფდა ხელოვნების იმ დროინდელ ფასეულობებს და აქედან გამომდინარე ის არ იყო ხელოვნების მიმდინარეობა. მათი აზრით ტერმინისთვის ხელოვნების კრიტერიუმის მინიჭებით მას დაეკარგება თავდაპირველი მიზანი და არსი. ეს თემა საკამათოა.

ზოგი ანტი-არტის ფორმა აკლებს ხელოვნებას ფუნდამენტალურ ელემენტებს. ამ ფორმების მაგალითებია მონოქრომული ფერწერა, ცარიელი ჩარჩოები, სიჩუმე მუსიკის მაგივრად. ანტი-არტის სხვა ფორმები იყენებენ ინოვაციურ მატერიალებს და ტექნიკას, აქამდე არგაგონილ ელემენტებს მხატვრულ ხელოვნებაში. ამ ტიპის ანტი-არტი არის ready-made-ები, ბოდი არტი, ფაუნდ არტი, პერფორმანს არტი.

ანტი-არტის კიდევ ერთი ფორმაა ხელოვნების კეთების უარყოფა. ამის განხორციელება შესაძლებელია გაფიცვით და რევოლუციური აქტივიზმით. ამ ფორმის ანტი-არტის მიზანი შესაძლოა იყოს ინდივიდუალური კრეატიულობის დანგრევა ან მიჩქმალვა. ეს შესაძლოა განხორციელებული იქნას readymade-ების გამოყენებით ან თავიანთი შემოქმედების ანონიმურად გამოცებით. მათ შესაძლოა უარი თქვან თავიანთი ნამუშევრების ჩვენებაზე. მათ შესაძლოა უარყონ საზოგადო აღიარება. ანტი-არტისტებს ურჩევნიათ კოლექტიური მუშაობა, რომ ნაკლებად გამოჩნდეს მათი იდენტობა და შემოქმედებითი ინდივიდუალობა. ზოგი ანტი-არტული ნამუშევრები შექმნილია იმისთვის რომ განადგურდეს. ამ განხრას ჰქვია ავტო-გამანადგურებელი არტი.

ანდრე მარლომ განავითარა ანტი-არტის კონცეფცია სხვაგვარად. მარლოსთვის ანტი-არტი არის მე-19 საუკუნის ხელოვნების ბაზისების უარყოფა და არა ხელოვნების კეთების უარყოფა. მარლო წერს, "ყველა ნამდვილ ფერმწერებს, რომლებისთვისაც ხელოვნება არის ფასეულობა, ზიზღის გრძნობა უჩენს "პორტრეტი დიდი ქირურგის ოპერაციის" ნახვა, რადგან მათ დაინახეს არა ფერწერული ნამუშევარი, არამედ ხელოვნების უარყოფა. მარლოს თვალსაზრისით ანტი-არტი კვლავ არსებობს, მაგრამ განსხვავებული ფორმით. მისი შთამომავალია კომერციული კინო და ტელევიზია გაერთიანებული პოპულარულ მუსიკასთან.

ანტი-არტი თეორიაში[edit | edit source]

ანტი-არტი ასევე არის ტენდენცია თეორეტიკულ გაგებებში.

ფილოსოფოსი როჯერ ტეილორი ამბობს რომ არტი არის ბურჟუაზიული იდეოლოგიის მატარებელი, რომელმაც ფესვები დაიდგა კაპიტალიზმში. ის აგრეთვე ამბობს რომ არტი მუდამ არ არსებობდა და რომ არ არის უნივერსალური თუმცა განსაკუთრებულია ევროპისთვის.

არტის გამოგონება: კულტურული ისტორია, ლარი შაინერის წიგნი, რომელიც ეჭვს ბადებს არტის გაგებაზე. ‘თანამედროვე არტი არ არის არსი და არც ბედი არამედ "რაღაც" რაც გავაკეთეთ. არტი ზოგადი გაგებით არის ევროპული გამოგონება, შექმნილი დაახლოებით 200 წლის წინ. შაინერმა არტი წარმოგვიდგინა როგორც საზოგადოებრივი კონსტრუქცია რომელიც მუდამ არ არსებობდა და შესაძლოა ერთ დღეს შეწყვიტოს არსებობა.

იხილეთ აგრეთვე[edit | edit source]

ლიტერატურა[edit | edit source]

  • Craig Dworkin (2013-02-15). No Medium. MIT Press. ISBN 978-0262018708.  Covers works that are blank, silent, empty, etc.

რესურსები ინტერნეტში[edit | edit source]

  • Walker, John. (1992) "Anti-Art". Glossary of Art, Architecture & Design since 1945, 3rd. ed.