შინაარსზე გადასვლა

ანტიფრიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტიფრიზი (ბერძ. ἀντι- [anti-] — „წინააღმდეგ“, „ნაცვლად“ და ინგლ. freeze — „გაყინვა“) — სითხე, რომელსაც გაყინვის დაბალი ტემპერატურა აქვს. იყენებენ 0°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე შიგაწვის ძრავებისა და სხვა დანადგარების გასაცივებლად. ანტიფრიზს უნდა ახასიათებდეს მაღალი თბოტევადობა და თბოგამტარობა, დუღილისა და აალების მაღალი ტემპერატურა, მცირე სიბლანტე დაბალ ტემპერატურაზე, არ უნდა იწვევდეს ლითონების კოროზიას და სხვა. კოროზიის თავიდან ასაცილებლად ანტიფრიზს უმატებენ ანტიკოროზიულ დანამატებს (მაგალითად, ფოსფორმჟავა ნატრიუმს). ანტიფრიზად იყენებენ ეთილენგლიკოლის, გლიცერინის სხვადასხვა ორგანულ ნაერთებისა და აგრეთვე მარილების წყალხსნარებს. მაგალითად, 66.7% ეთილენგლიკოლისა და 33.3% წყლის ნარევი -75°C იყინება. მრეწველობა უშვებს 40 და 65 მარკის ეთილენგლიკოლის ანტიფრიზებს, რომელთა გაყინვის ტემპერატურა შესაბამისად -40°C და -65°C-ია.