ანტისომხური განწყობა აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტი-სომხური განწყობა ან არმენოფობია აზერბაიჯანში[1] — ძირითადად გამოწვეულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო.[2] რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროკომისიის (ECRI) თანახმად, „სომხები აზერბაიჯანში ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ, რასობრივი დისკრიმინაციის მხრივ.“ [3] 2012 წლის გამოკითხვის თანახმად, აზერბაიჯანელთა 91% სომხეთს აღიქვამს როგორც „აზერბაიჯანის უდიდეს მტერს“.[4] სიტყვა „სომეხი“ (აზერბაიჯანულად „erməni“) ფართოდ გამოიყენება, როგორც შეურაცხმყოფელი სიტყვა.[5] უარყოფითი სტერეოტიპები სომეხებზე, აზერბაიჯანში, ძირითადად მასმედიის საშუალებებით ვრცელდება. ამ სტერეოტიპებს კი გარკვეულწილად იზიარებს საზოგადოებაც.[6]

XX საუკუნის განმავლობაში, სომხები და კავკასიის ისლამური მოსახლეობა - აზერბაიჯანელებს უწოდებდნენ „კავკასიელ თათრებს“. აზრთა სხვადასხვაობა, ამ ორ განსხვავებულ ჯგუფს შორის აძლიერებდა მათ შორის უარყოფით დამოკიდებულებას[7] 1918-დან 1920 წლამდე სომეხთა ორგანიზებული მკვლელობები მიმდინარეობდა აზერბაიჯანში, განსაკუთრებით ქალაქ ბაქოსა და შუშაში,(ასევე სომხეთის კულტურულ ცენტრებში, რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს.[8]

ამასთან, აზერბაიჯანში თანამედროვე არმენოფობიის ფესვები მოდის საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან, როდესაც სომხები საბჭოთა ხელისუფლებას თხოვდნენ, რომ ძირითადად, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონი აზერბაიჯანის სსრ-დან სომხეთის სსრ-ს დაქვემდებარებაში გადასულიყო.[9] ამ სომხური მოთხოვნების საპასუხოდ, ანტი-სომხური მიტინგები ტარდებოდა აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ნაციონალისტური ჯგუფები ეწეოდნენ ანტი-სომხურ პროპაგანდას, სავარაუდოდ, 350 000-მა სომეხმა 1988 და 1990 წლებში დატოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობების გამო.[10]მთიანი ყარაბაღის კომპლიქტის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული იქნა 1994 წელს და იგი ისევ ძალაში რჩება.

სომხურმა მხარემ ასევე დაადანაშაულა აზერბაიჯანის მთავრობა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, არმენოფობიური პოლიტიკის გატარების გამო, რაც მოიცავს სომხეთისა და სომხების მიმართ სიძულვილის პროპაგანდასა და სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.[11][12][13]

რუსული ჟურნალის გლობალური საკითხების მთავარი რედაქტორის, ფიოდორ ლუკიანოვის თქმით, „არმენოფობია თანამედროვე აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური ნაწილია ყარაბაღი კი მის ცენტრშია“. [14] 2011 წელს „ECRI“ - ის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ „მუდმივი ნეგატიური ოფიციალური და მედია დისკუსია“ რომლებიც მიმართულია სომხეთისკენ ხელს უწყობს უარყოფითი აზრის დანერგვას სომხური წარმოშობის ხალხის მიმართ, რომლებიც დღსაც დაუცველები რჩებიან დისკრიმინაციის მხრიდან.[15]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Report on Azerbaijan. European Commission against Racism and Intolerance (15 April 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტატა: „Due to the conflict, there is a widespread negative sentiment toward Armenians in Azerbaijani society today." "In general, hate-speech and derogatory public statements against Armenians take place routinely.“ ციტირების თარიღი: 22 January 2013.
  2. Fyodor Lukyanov, editor-in-chief of the journal Russia in Global Affairs „Первый и неразрешимый“. Vzglyad. 2 August 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 12 January 2013. ციტატა: „Армянофобия – институциональная часть современной азербайджанской государственности, и, конечно, Карабах в центре этого всего. "Armenophobia is the institutional part of the modern Azerbaijani statehood and Karabakh is in the center of it."“
  3. Second report on Azerbaijan. European Commission against Racism and Intolerance (24 May 2007). ციტირების თარიღი: 23 January 2013.
  4. The South Caucasus Between The EU and the Eurasian Union. Caucasus Analytical Digest #51–52. Forschungsstelle Osteuropa, Bremen and Center for Security Studies, Zürich (17 June 2013). ციტირების თარიღი: 3 July 2013.
  5. Burtin, Shura (12 November 2013). „It is like being pregnant all your life...“. rusrep.ru. Russian Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019. ციტატა: „The word "Armenian" is a terrible curse in Azerbaijan, akin to a "Jew" or "Nigger" in other places. As soon as you hear "you behave like an Armenian!" – "No, it's you, who is Armenian!" – that is a sure recipe for a brawl. The word "Armenian" is equivalent to "enemy" in the most deep and archaic sense of the word....“
  6. Yusifli, Elvin. Stereotypes in national media – a closer look (15 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.
  7. Dawisha, Karen (1994). The International Politics of Eurasia. Armonk, NY: M.E. Sharpe, გვ. 242. ISBN 9781563243530. 
  8. Horne, edited by Robert Gerwarth, John. War in peace : paramilitary violence in Europe after the Great War. Oxford: Oxford University Press. ISBN 9780199654918. 
  9. Human Rights in the OSCE Region: Europe, Central Asia and North America, Report 2005 (Events of 2004). International Helsinki Federation for Human Rights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2010. ციტატა: „The unresolved conflict with Armenia over Nagorno-Karabakh stimulated "armenophobia."“ ციტირების თარიღი: 19 January 2013.
  10. Human Rights Watch (1994). Azerbaijan: seven years of conflict in Nagorno-Karabakh. New York: Humans Rights Watch. ISBN 1-56432-142-8. 
  11. Azerbaijan: The Status of Armenians, Russians, Jews and other minorities. Immigration and Naturalization Service (1993). ციტატა: „Despite the constitutional guarantees against religious discrimination, numerous acts of vandalism against the Armenian Apostolic Church have been reported throughout Azerbaijan. These acts are clearly connected to anti-Armenian sentiments brought to the surface by the war between Armenia and Azerbaijan.“ ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  12. (2008) The destruction of cultural heritage in Iraq. Woodbridge, Suffolk: Boydell Press, გვ. xi. ISBN 9781843833840. 
  13. Adalian, Rouben Paul (2010). Historical dictionary of Armenia. Lanham, Md.: Scarecrow Press, გვ. 95. ISBN 9780810860964. 
  14. (რუსული) Fyodor Lukyanov, editor-in-chief of the journal Russia in Global Affairs „Первый и неразрешимый“. Vzglyad. 2 August 2011. ციტირების თარიღი: 25 April 2014. ციტატა: „Армянофобия – институциональная часть современной азербайджанской государственности, и, конечно, Карабах в центре этого всего.“
  15. ECRI report on Azerbaijan (fourth monitoring cycle). European Commission against Racism and Intolerance (31 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 19 January 2013.