ანტიპასტო

ანტიპასტო (იტალ. antipasto) ― იტალიური ოფიციალური ვახშმის ტრადიციული პირველი კერძი.[1] როგორც წესი, მიირთმევა პატარა ულუფებით და თითოეული სტუმარი საკუთარ ულუფას სუფრაზე მდგარი დიდი თეფშიდან იღებს. ანტიპასტოს დანიშნულებაა მადის სტიმულირება, ანუ ის არის აპეტაიზერი.[2]
ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტიპასტოს შემადგენლობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კამპანიაში ანტიპასტოს მთავარი ინგრედიენტი, როგორც წესი, ყველია, რომელსაც სხვადასხვა ფორმით მიირთმევენ, მათ შორის შემწვარს, დაჭრილს ან მთლიანს.[3] რეგიონში ანტიპასტოს ყოველდღიურად არ ამზადებენ, თუმცა სტუმრების მიღებისას ხშირად აპეტაიზერად მიირთმევენ კერძების მცირე ულუფებს. ნეაპოლიტანური სამზარეულო იდეალურ ანტიპასტოდ ცომში შემწვარ საკვებს - კროკეტებს, ბოსტნეულს, ცომს - მიიჩნევს. ისინი იყიდება თითქმის ყველგან. ნეაპოლიტანური ანტიპასტოს ინგრედიენტად აგრეთვე პოპულარულია პატარა წიწაკები, რომლებსაც ძმარში ინახავენ.[4]
ჩრდილოეთ იტალიაში გავრცელებულია სხვადასხვა სახის შებოლილი ხორცისა და სოკოს მირთმევა და, განსაკუთრებით ტბებთან ახლოს, მტკნარი წყლის თევზის მომზადება. ყველის შემადგენლობა ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონებისა და წარმომავლობის მიხედვით და მოიცავს მაგარ და რბილ ყველებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Definition of ANTIPASTO. Merriam-Webster. ციტირების თარიღი: 1 February 2025
- ↑ What is Antipasto?. The Spruce Eats (20 September 2022). ციტირების თარიღი: 1 February 2025
- ↑ Schwartz 1998, p. 208.
- ↑ Schwartz 1998, pp. 12–14.