შინაარსზე გადასვლა

ანტიკური ტალღურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიკური ტალღურა

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ერებუსისებრნი
ქვეოჯახი:  ტალღურასებრნი
გვარი:  Orgyia
სახეობა:  ანტიკური ტალღურა
ლათინური სახელი
Orgyia antiqua (Linnaeus, 1758)
სინონიმები
სია
    • Phalaena (Bombyx) antiqua (Linnaeus, 1758)
    • Phalaena gonostigma (Scopoli, 1763)
    • Orgyia nova (Fitch, 1863)
    • Orgyia badia (Edwards, 1874)
    • Orgyia zimmermanni (Graeser, 1888)
    • Orgyia confinis (Grum-Grshimailo, 1891)
    • Orgyia antiqua var. modesta (Heyne, 1899)
    • Orgyia antiqua var. bukovina (Strand, 1910)
    • Orgyia antiqua f. manchurica (Matsumura, 1933)
    • Orgyia antiqua septentrionalis (Rangnow, 1935)
    • Orgyia antiqua lindrothi (Bryk, 1943)

ანტიკური ტალღურა, ჩვეულებრივი ტალღურა (ლათ. Orgyia antiqua) — პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა. ფრთების შლილი 25–30 მმ შეადგენს. სხეული დაფარულია ღია ნაცრისფერი ღინღლით. ჭუპრიდან გამოსულ მდედრ პეპელას ფრთები ბოლომდე არ აქვს განვითარებული. ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია. იზამთრებს კვერცხის ფაზაში. მატლები იჩეკებიან ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში, 1,5–2 თვის განმავლობაში მდედრ მატლებს ახასიათებთ 5–6 ხნოვანობა, მამრ მატლებს კი — 4–5. მატლის ფაზა გრძელდება 45 დღეს. დაჭუპრება ხდება ივლის-აგვისტოში. ჭუპრის ფაზა გრძელდება 7–15 დღეს. პეპლები ფრენენ აგვისტო-სექტემბერში. მდედრი პეპელა კვერცხებს დებს ჯგუფურად (50 ცალი) ერთ ფენად და აწებებს ერთმანეთს. კვერცხების პროდუქტიულობა არის 50–360 ცალი. ზამთრის დიაპაუზის დროს კერცხები უძლებენ −20°C ტემპერატურას. გავრცელებულია ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში. იკვებება მუხის, კუნელის, ნეკერჩხლის ხეებზე. მწერი შეიძლება დასახლდეს ნაძვზე და ფიჭვზე. მავნებელია.[1]

  1. მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 159.