ანტე ტროე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტე ტროე
Antje Traue by Gage Skidmore.jpg
დაიბადა 18 იანვარი 1981
მიტვაიდა, გერმანია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997–დღემდე

ანტე ტროე (გერმ. Antje Traue; დ. 18 იანვარი 1981, მიტვაიდა, საქსონია) — გერმანელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ანტე ტროეს სასცენო კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სკოლის ერთ-ერთ სპექტაკლში ჟანა დ'არკი ითამაშა[1]. 16 წლის ასაკში გაიმარჯვა მთავარი როლის შესრულებისთვის კონკურსში: „West End Opera“ (ჰიპ-ჰოპის მიუზიკლში). ოთხი წლის განმავლობაში ანტე გასტროლებს ატარებდა გერმანიაში, შემდეგ ევროპასა და ნიუ-იორკში[1].

გარკვეული დროის შემდეგ ტროე გამოჩნდა რამდენიმე სატელივიზიო ფილმში „კლეინრუპლინი სამუდამოდ“, „ბერლინი ზღვასთან“ და „ფანტომური ტკივილი“. ყველაზე მეტად პოპულარული ხდება მას შემდეგ, რაც ითამაშა ფანტასტიკურ თრილერში „პანდორუმი“, სადაც სამსახიობო გადაღებაზე მისი პარტნიორები გახდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები დენის ქუეიდი და ბენ ფოსტერი[2]. ამ ფილმის შემდეგ ანტე ტროე პოპულარული ხდება.

ერთ-ერთი მისი ბოლო ნამუშევარია ფილმი „აგვისტოს 5 დღე“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
2000 დაკარგული ბავშვები Verlorene Kinder
2003 ღამემდე Die Nacht davor
2004 კლეინრუპლინი სამუდამოდ Kleinruppin forever
2008 ბერლინი ზღვასთან Berlin am Meer
2009 ფანტომური ტკივილი Phantomschmerz
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of August

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]