ანტენა (რადიო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სატელევიზიო ანტენა

ანტენა — მოწყობილობა, რომელიც დანიშნულია რადიოტალღების მიღება გადაცემისათვის, მარტივად რომ ვთქვათ მიღების დროს ანტენა გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტრულ დენად და პირიქით — გამოსხივებისას ელექტრულ დენს ელექტრომაგნიტურ ტალღებად. ანტენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უსადენო კავშირი ერთი დაგილიდან მეორეზე. ფიზიკურად ანტენა წარმოადგენს ერთი ან მეტი გამტარისაგან შედგენილ კონსტრუქციას, რომელსაც მიეწოდება ცვლადი ელექტრული სიგნალი და ანტენის ელემენტების ელექტრომაგნიტური აღგზნების შედეგად ელექტრული სიგნალი გარდაიქმნება ელექტრომაგნიტურ ტალღად. ელექტომაგნიტური ტალღების მიღება შესაბამისად შებრუნებული პროცესია, ელექტრომაგნიტური ტალღა მიმღებ ანტენაში აღძრავს შესაბამის ცვლად ელექტრულ დენს.

პიველი ელემენტარული ანტენები კონსტრუირებული იყო ჰაინრიხ ჰერცის (1857–1894) მიერ 1880 წელს მისი პიონერული ექსპერიმენტების დროს, რითაც ის ამოწმებდა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობას, რაც ნავარაუდევი იყო ჯ. მაქსველის თეორიის მიხედვით. ჰერცმა დიპოლის ფორმის გამტარი მოათავსა პარაბოლური რეფლექტორის ფოკალურ სიბრტყეში.

დღევანდელ დროს ჩვენს გარშემო ყველგან უამრავი სხვადასხვა სახის მიმღებ გადამცემი მიწყობილობაა: მობილური, ტელევიზორი, რადიო, Wi-Fi როუტერი (მოწყობილობა რომელიც ქმნის ე.წ დაშვების წერტილს და დანიშნულია კაბელის გარეშე კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისათვის.), უსადენო მაუსი იქნება ეს თუ ბლუთუზ ყურსასმენი ყველა მათგანს აქვს ანტენა, შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია მისი გარედან დანახვა, მაგალითად თანამედროვე მობილურ ტელეფონებში, (მაგრამ თუ დავშლით ვნახავთ რომ მას აქვს მცირე ზომის ანტენა სამონტაჟო დაფაზევე ან კორპუსის გამტარი გარსი წარმოადგენს ანტენას). იმისდა მიხედვით თუ რა სიხშირის და სიმძლავრის დიაპაზონში ხდება გამოხივება და მიღება შემუშავებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ანტენები, ესენია მანჭვალისებრი ან ტელესკოპური (გასაშლელი ტიპის ანტენა ხშირად გამიყენება FM სამაუწყებლო დიაპაზონის რადიომიმღებებში, რაციებში), დიპოლური (ფართოდ გამოიყენება სატელევიზიო მიმღებებში), დირექტორული (გამოიყენება სატელევიზიო დეციმეტრულ დიაპაზონში, ორ პუნქტს შორის Wi-Fi კავშირის უზრუნველყოფისათვის, რადიოსამოყვარულო კონსტრუქციებში), რუპორული (გამოიყენება რადიოსარელეო ხაზებში როდესაც, მნიშვნელოვანია ანტენის გძლიერება, გამოიყენება იშვიარად რადგანს აქვს დიდი ზომები პარაბოლურ ანტენასტან შედარებით), პარაბოლური (გამოიყენება დადარებში, რადიოსარელეო ხაზებში, ტანამგზავრულ კავშირებში, რადიოასტრონომიული დაკვირვებებისთვის).

ანტენების გალერეა[რედაქტირება]