ანტარქტიკის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიოგეოგრაფიული რუკა (მხოლოდ ხმელეთი)

ანტარქტიკის ოლქი — დედამიწის ერთ-ერთი ბიოგეოგრაფიული ოლქი.

ზოოგეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოოგეოგრაფიულად ანტარქტიკის ოლქი მოიცავს ანტარქტიდას ახლომდებარე ყველა კუნძულითურთ (სამხრეთ შეტლანდის, სამხრეთი ორკნეის, და სხვ.). გარდა ამისა სამხრეთ გეორგიის, სამხრეთ სანდვიჩის, ბუვეს, პრინს-ედუარდის, კროზეს, კერგელენის, ჰერდის, მაკუორის კუნძულებსა და სამხრეთის ოკეანის წყლებს.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტარქტიკის ოლქის ცხოველები.

ანტარქტიკის ოლქის ფაუნა მეტად ღარიბი და თავისებური სახეობრივი შემადგენლობისაა. აქ ცოტაა ხმელეთის ცხოველები: არ გვხვდება მფრინავი მწერები, ხმელეთის ძუძუმწოვრები და მტკნარი წყლის თევზები. მცირე ზომის ტბორებში გვხვდება ფესვფეხიანები (უმარტივესებიდან), ციბრუტელა ჭიები, თავისუფლად მცხოვრები მრგვალი ჭიები და ზოგიერთი უმდაბლესი კიბოსნაირი. ლიქენებსა და ხავსებს შორის ცხოვრობენ ნელამავალნი, პატარა ტკიპები, უფრთო მწერებიბოლოფეხიანები და ერთი სახეობის ბუზი, რომელსაც მხოლოდ ჩანასახოვანი ფრთები აქვს. სუბანტარქტიკულ კუნძულებზე ბინადრობს ხოჭოების, ობობების, ბუზების, ბოლოფეხიანებისა და მტკნარი წყლის პატარა მოლუსკების რამდენიმე სახეობა და ერთი სახეობის არამფრენი პეპელა. ხმელეთზე მცხოვრები ფრინველებიდან აღსანიშნავია: თეთრი მეჭვავია, ანტარქტიკული მწყერჩიტა და გეორგიული იხვი. ხმელეთის ძუძუმწოვრებიდან ზოგი ადამიანის მიერ არის შეყვანილი და აკლიმატიზებული (სამხრეთი გეორგიის კუნძულებზე ჩრდილოეთის ირემი და რუხი ვირთაგვა, კერგელენისა და მაკუორის კუნძულებზებოცვერი, ხოლო მაკუორის კუნძულებზე — არამფრენი ავსტრალიური ლაინა). შედარებით მდიდარია ანარქტიკის ოლქის ზღვის ფაუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]