სამხრეთის ოკეანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანტარქტიკის ოკეანე)

სამხრეთის ოკეანე (ასევე ანტარქტიკის ოკეანე) — წყლის აუზი, რომელიც ანტარქტიდას აკრავს გარს. ის მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ოკეანეა, მისი საზღვრები ყველაზე გვიან განისაზღვრა და ოკეანედ მსოფლიო ჰიდროგრაფიულმა ორგანიზაციამ (მჰო) ოფიციალურად მხოლოდ 2000 წელს სცნო, მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაური-მკვლევრები მას დიდი ხანია ამ სახელით მოიხსენიებდნენ (მიუხედავად თავად ტერმინ „ოკეანის“ მნიშვნელობისა, რომელიც აღნიშნავს კონტინენტთაშორისო წყლის მასივს). სამხრეთის ოკეანეს მხოლოდ სამხრეთ ამერიკასთან აქვს სრუტე, წყნარი და ატლანტის ოკეანეებისგან გამოყოფილია წარმოსახვითი მე-60 პარალელის სამხრეთით მდებარე ნაწილია.

გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ოკეანოგრაფების მიერ ოკეანის დინებათა მნიშვნელობის ბოლო დროინდელმა აღმოჩენებმა. სხვა წყაროები, მათ შორის აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების საზღვრებს დღემდე ანტარქტიკამდე მიიჩნევენ. ფართობი — 20327000 კმ². ყველაზე ღრმა ადგილი სამხრეთ სანდვიჩის ღრმული — 7235 მ.

სამხრეთის ოკეანე
სამხრეთის ოკეანე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]