ანტანას ბარანაუსკასი
| ანტანას ბარანაუსკასი | |
|---|---|
|
ანტანას ბარანაუსკასის პორტრეტი, 1899 წელი | |
| დაბ. თარიღი | 17 იანვარი, 1835 |
| დაბ. ადგილი | ანიკშჩიაი |
| გარდ. თარიღი | 26 ნოემბერი, 1902 |
| გარდ. ადგილი | Sejny |
| დასაფლავებულია | Church of the Visitation in Sejny |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | მათემატიკოსი, ენათმეცნიერი, პოეტი, კათოლიკე მღვდელი[1] , მწერალი, Catholic deacon[1] და Catholic bishop[1] |
| მუშაობის ადგილი | Kaunas Priest Seminary და Saint Petersburg Roman Catholic Theological Academy |
| ალმა-მატერი | Saint Petersburg Roman Catholic Theological Academy და Kaunas Priest Seminary |
| ცნობილია როგორც | პოეტი, მათემატიკოსი, ეპისკოპოსი |
ანტანას ბარანაუსკასი (პოლ. Antoni Baranowski დ. 17 იანვარი, 1835 – გ. 26 ნოემბერი, 1902) — ლიეტუველი პოეტი, [2] მათემატიკოსი და კათოლიკე ეპისკოპოსი. ბარანაუსკასი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ლიეტუვური პოემის „ანიკშჩიაის ფიჭვნარის“ ავტორი. მოღვაწეობის პერიოდში იყენებდა სხვადასხვა ფსევდონიმს, მათ შორის A.B., Bangputys, Jurksztas Smalaūsis, Jurkštas Smalaūsis და Baronas.[3] ასევე წერდა პოეზიას პოლონურ ენაზე.[4]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარანაუსკასი ლიეტუვური წარმოშობის ფერმერის ოჯახში დაიბადა. [2] ახალგაზრდობის ადრეულ ასაკში მშობლებმა ის ადგილობრივ სამრევლო სკოლაში გაგზავნეს. იქ სწავლის დასრულების შემდეგ, ბარანაუსკასი თავდაპირველად სამრევლოში დარჩა. როგორც მის დღიურშია აღწერილი, 1841-1843 წლებში მან პოლონური ენა ისწავლა, ხოლო 1848-1851 წლებში - რუსული.[3] ლიტვურ ენაზე პოეზიისა და რითმის დაწერის მისი პირველი მცდელობები მის დღიურებშია აღწერილი.[3] მოგვიანებით ის რუმშიშკესში მწერლების ორწლიან სკოლაში დადიოდა. იქ პოლონურ ენაზე პირველი ლექსების წერა დაიწყო.[2][5]
მოზარდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1853 წელს ანტანასმა სკოლა დაამთავრა და სხვადასხვა ქალაქში მწერლად და კანცლერად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მან ურთიერთობა დაიწყო პოეტ კაროლინა პრონევსკასთან (კაროლინა პრანიაუსკაიტე)[6][7] და მის ოჯახთან. მათ აკავშირებდათ ადამ მიცკევიჩის პოეზიისადმი გატაცება.[7] პრანიაუსკაიტემ შესთავაზა, რომ ბარანაუსკასს ლიტვურ ენაზე მეტი დაეწერა. 1856 წელს კაროლინას ოჯახმა სცადა წყვილის დაშორება ბარანაუსკასის ვარნის კათოლიკურ სემინარიაში ჩარიცხვის დაფინანსებით. იქ სწავლის დროს მან ყურადღება ლიტვური წერილობითი ენის განვითარებაზე გაამახვილა და დაწერა კომენტარი ლიტვურ და მის სხვადასხვა დიალექტებზე. ეს იყო პირველი სამეცნიერო მცდელობა განსხვავებული ლიტვური დიალექტების გასარჩევად.
სემინარიაში სწავლის პერიოდში ბარანაუსკასმა ლიტვურ ენაზე ლექსების წერა დაიწყო და იმ დროიდან მოყოლებული, ძირითადად, ამ ენაზე წერდა. მიცკევიჩის გავლენით დაწერილი მისი ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები იყო „ანიკშჩიაის ტყე/ფიჭვნარი“. იგი ლიეტუვური ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება. ლიტერატურის კრიტიკოსები მას ლიეტუვის ისტორიისა და ენის სიმბოლურ მინიშნებად მიიჩნევენ. [8] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ბარანაუსკასმა ლექსი გაბრაზებულმა დაწერა, მისი ლექტორის, ალექსანდრე გაბშევიჩის, მტკიცების საპასუხოდ, რომ ლიეტუვური ენა არ იყო საკმარისად ლამაზი ლექსების დასაწერად,[3] სხვები ამას არასწორ ინტერპრეტაციად მიიჩნევენ. ლექსი პირველად 1861 წელს გამოიცა, ხოლო შემდეგ 1862 წელს ლაურინას ივინსკის კალენდრებში მოხვდა.
1858-დან 1862 წლამდე ბარნაუსკასი სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის რომის კათოლიკურ სასულიერო აკადემიაში, სადაც მიიღო თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 1863-1864 წლებში სწავლობდა მიუნხენის, რომის, ინსბრუკის კათოლიკურ უნივერსიტეტებში.

1871 წლიდან ის კაუნასის მღვდელთა სემინარიაში მუშაობდა და ლიტვური ენის სწავლება დაიწყო. მან დაწერა ლიეტუვური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო „Mokslas lietuviškosios kalbos“. მას შემდეგ, რაც ბარანაუსკასი სეინიში წავიდა, მან მნიშვნელოვანი რეპუტაცია მოიპოვა, რადგან მას შეეძლო როგორც პოლონურ, ასევე ლიეტუვურ ენებზე ქადაგება. 1880 წლისთვის, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ლიეტუვურ ენაზე ბეჭდვის აკრძალვა არ მოიხსნებოდა, ცარისტულმა ხელისუფლებამ არაერთი არაოფიციალური დაპირება მისცა ამის შესახებ, მისი სურვილი, ლიეტუვური ენა პოპულარიზებულიყო, თანდათან შემცირდა. ის არასოდეს შეწყვეტდა რწმენას, რომ ლიეტუვური ენა უნდა განვითარებულიყო და გაფართოვებულიყო და სიკვდილამდე მუშაობდა ბიბლიის ლიეტუვურ ენაზე თარგმანსა და დღეში 10-12 საათის განმავლობაში მუშაობდა, რის შედეგადაც ძველი აღთქმის სამი მეხუთედი თარგმნა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ანტანას ბარანაუსკასი შედარებით კომფორტულად ცხოვრობდა. მისი შეხედულებები კრაიოვცის ჯგუფის მსგავსი იყო. ამიტომ, სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ნაციონალისტების შერიგებას როგორც ლიეტუვის, ასევე პოლონეთის მხრიდან. სწორედ ამიტომ, საკმაოდ არაპოპულარული იყო ორივე მხარის ნაციონალისტებს შორის.[3]
ლიეტუვის უმეტესობა ანტანასის დაკრძალვას არ დაესწრო, რადგან მას ეროვნული აღორძინების მოძრაობის მოღალატედ მიიჩნევდნენ, ძირითადად რუსი და პოლონელი ჩინოვნიკები დაესწრნენ.[3] სულ სხვა ამბავი იყო, როდესაც სეინიში მისთვის ძეგლი დაიდგა. ღონისძიებას მხოლოდ ლიეტუველები დაესწრნენ და მაშინაც კი, მეორე ღამეს ძეგლზე საღებავი დაღვარეს.[3]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარანაუსკასამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მთავარი „საპატივცემულო“ ენა პოლონური იყო, ამიტომ ბარანაუსკასი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან პირთაგანი, ვინც ლიეტუვური ენისა და შესაბამისად, ლიეტუვური კულტურის ხელახალ ლეგიტიმაციაზე იყო პასუხისმგებელი. მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიეტუველმა პოეტმა მაირონისმა ლექციაზე ბარანაუსკასის შესახებ საუბრისას ერთხელ თქვა: „მის გარეშე ალბათ ჩვენ არ ვიარსებებდით“.[8]
ბარანაუსკასის სახლი ანიკშჩიაის რეგიონალურ პარკშია შემონახული.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Catholic-Hierarchy.org — USA: 1990.
- ↑ 2.0 2.1 2.2 (1993) „Antoni Baranowski“, რედ. Małgorzata Pawłowska: Biografie suwalskie (pl). Suwałki: Jaćwież. OCLC 69481751.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Egidijus Aleksandravičius (2003). Giesmininko kelias (lt). Vilnius: Versus Aureus, გვ. 58. OCLC 60351917.
- ↑ Encyclopedia Wiem
- ↑ Encyclopedia Wiem
- ↑ Mukienė, Danutė. (2003-05-15) Žemaitijos rašytojai lt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-16. ციტირების თარიღი: 2007-04-18
- ↑ 7.0 7.1 Krystyna Syrnicka (May 2002). „Karolina Proniewska - zapomniana poetka ze Żmudzi“. Nasz Czas (პოლონური). 20 (559): 25. ISSN 1641-7933. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-03. ციტატა: „Dla historii literatury litewskiej najbardziej znaczący jest wysoko oceniony przez literaturoznawców jej przekład legendy o Egle, królowej węży z Witoloraudy J.I.Kraszewskiego. "Ţalčiř motë" ("Matka węży") była zamieszczona w kalendarzu L. Iwińskiego (L. Ivinskisa) za 1859 rok.“
- ↑ 8.0 8.1 Justinas Marcinkevičius (1995). „Štai kas yra mes“, Tekančios upės vienybė (lt). Kaunas: Santara, გვ. 42–44. OCLC 35046901.