ანსგარიუსი (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| ანსგარიუსი | |
| ლათ. Ansgarius | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.43 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 91.42 კმ[2] |
| მოცულობა | 8064.59 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.83 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ანსგარი |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 12.92° ს. გ. 79.72° ა. გ. / 12.92° ს. გ. 79.72° ა. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| ანსგარიუსი | |
კრატერი ანსგარიუსი (ლათ. Ansgarius) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ქრისტიანი თეოლოგის, წმინდა ანსგარის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის სახელწოდება მომდინარეობს მისი ეპონიმის — ანსგარის (შვედ. Ansgar, ლათინიზებური ფორმა — ლათ. Anscharius) მიხედვით. კრატერის სახელწოდება უნდა შეესატყვისებოდეს მის ლათინურ სახელდებას, როგორც ეს ინგლისურ ვარიანტშია (ინგლისურად ეპონიმი ასევე ანსგარია ინგლ. Ansgar). ამიტომ, კრატერის სახელწოდება უნდა იყოს „ანსგარიუსი“ (ლათ. Ansgarius), და არა „ანსგარი“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Ансгар).[3]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის უახლოესი მეზობლებია ლა-პერუზი ჩრდილო-დასავლეთით; კესტნერი და ბლეკი ჩრდილოეთით; კისი, კრაკენი და ელმერი ჩრდილო-აღმოსავლეთით; და ბეჰაიმი სამხრეთით. სმიტის ზღვა კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 12°55′S 79°43′E / 12.92° ს. გ. 79.72° ა. გ., დიამეტრი — 91.42 კმ,[2] სიღრმე — 2.83 კმ.[1]
მთვარის აღმოსავლეთ კიდურთან ახლოს მდებარეობის გამო, დაკვირვებისას კრატერი ოვალური ჩანს, თუმცა მას თითქმის იდეალური წრიული ფორმა აქვს. კრატერის კიდე მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშეა შემორჩენილი, ხოლო შიდა ფერდობს აქვს მკაფიოდ გამოხატული ტერასის მსგავსი სტრუქტურა. კიდე მიმდებარე რელიეფიდან 1.43 კმ-ით მაღლა ადის,[1] ხოლო კრატერის მოცულობა 8064.59 კმ³-ია.[1] კრატერის სამხრეთ ნაწილს გასწორებული ფორმა აქვს და უძველესი კრატერის ნაშთებს ფარავს, რომლისგანაც მხოლოდ კრატერის დასავლეთი მონაკვეთია შემორჩენილი. კრატერის ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაკბილული რკალია. კრატერის აუზის ფსკერი გლუვია, რამდენიმე პატარა კრატერით არის აღნიშნული. ცენტრალური მწვერვალი არ არის. მორფოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე, კრატერი კლასიფიცირდება, როგორც TYC კრატერი (სახელი ამ ტიპის ტიპიური წარმომადგენლის, ტიხოს, საპატივცემულოდ დაერქვა).
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ანსგარიუსი | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
|---|---|---|
| B | 11°59′S 84°07′E / 11.99° ს. გ. 84.11° ა. გ. | 33.1 |
| C | 14°47′S 74°50′E / 14.79° ს. გ. 74.83° ა. გ. | 15.6 |
| M | 11°15′S 78°47′E / 11.25° ს. გ. 78.79° ა. გ. | 7.6 |
| N | 11°55′S 81°11′E / 11.91° ს. გ. 81.18° ა. გ. | 10.2 |
| P | 13°04′S 75°40′E / 13.06° ს. გ. 75.66° ა. გ. | 10.3 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- ↑ 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Ansgarius
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Ансгар на карте LAC81. ციტირების თარიღი: 2020-07-05
