ანრი ორლეანელი (1822-1897)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანრი ორლეანელი
Henri d'Orléans, Duc D'Aumale, Studio of Franz-Xaver Winterhalter.jpg
სრული სახელი
ანრი ოიგენ ფილიპ ლუი
წოდებები
ომალის ჰერცოგი
დაიბადა 16 იანვარი, 1822
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 7 მაისი, 1897, (75 წლის)
ძუკო, იტალია
საგვარეულო ორლეანები
მეუღლე(ები) მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი
(ქ. 1844 - გარდ. 1869)
შვილ(ებ)ი ლუი, კონდეს პრინცი
მამა ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
დედა მარია ამალია ნეაპოლელი
რელიგია კათოლიციზმი

ანრი ორლეანელი (ფრანგ. Henri d'Orléans; დ. 16 იანვარი, 1822, პარიზი, საფრანგეთი — გ. 7 მაისი, 1897, ძუკო, იტალია) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალიას ვაჟი. ომალის ჰერცოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი დაიბადა 1822 წლის 16 იანვარს პარიზის სამეფო სასახლეში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ამალია ნეაპოლელის შუათანა ვაჟი. მისმა მშობლებმა მას განათლება ანრი IV-ის სახელობის კოლეჯში მიაღებინეს. უკვე 1830 წელს, ივლისის რევოლუციის გზით მამამისი საფრანგეთის მეფე ხდება ლუი ფილიპ I-ის სახელით. მალევე მან ანრის ომალის ჰერცოგობა უბოძა, რის გამოც, რვა წლის ასაკში მისი წლიური შემოსავალი 66 მილიონი ლივრი (დღეისათვის 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი) იყო. ასევე მის მფლობელობაში გადავიდა მისი მდიდარი ნათლიის, კონდეს პრინც ლუი ანრი II-ის ქონებაც, რომლის ერთადერთი ვაჟიც ნაპოლეონმა დახვრიტა, ამიტომ მან მთელი ქონება ნათლულს უანდერძა.

1844 წლის 25 ნოემბერს 22 წლის ანრიმ ცოლად შეირთო პრინცესა მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი, სალერნოს პრინც ლეოპოლდო სიცილიელისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია კლემენტინა ავსტრიელის ქალიშვილი. ჯვრისწერა ნეაპოლში შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა წყვილი საფრანგეთში.

1847 წელს ანრი მონაწილეობდა ალჟირის კამპანიაში. ამავე წლის 27 სექტემბერს იგი ალჟირის გუბერნატორ-გენერლადაც ინიშნება, თუმცა მალევე, 1848 წელს რევოლუციონერებმა დაამხეს მამამისის მმართველობა და რესპუბლიკა გამოაცხადეს, რის გამოც მან ეს თანამდებობა დაკარგა. მეტიც, ორლეანელების ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ლუიმ და მისმა ოჯახმა თავი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასთან შეაფარეს.

1870 წელს პრუსიასთან ომში დამარცხების გამო, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III დაამხეს, ახალმა მთავრობამ კი ორლეანელებს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. ამრიგად, მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ ანრი ოჯახთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ საფრანგეთში. 1879 წლიდან იგი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ჩაერთო და გახდა ფრანგული არმიის ინსპექტორ-გენერალი. იგი ამ თანამდებობიდან მხოლოდ 1883 წელს, თავისი ნებით გადადგა.

პრინცი ანრი 1897 წლის 7 მაისს გარდაიცვალა სიცილიაზე მოგზაურობისას 75 წლის ასაკში. ამის მიზეზი გულის გაჩერება გახდა. იგი მალევე გადაასვენეს და დაკრძალეს საფრანგეთში, დრეს საგვარეულო აკლდამაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრის თავისი ცოლისაგან შვიდი შვილი შეეძინა:

  1. ლუი ფილიპი (1845-1866), კონდეს პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ანრი ლეოპოლდი (1847), გიზის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი;
  3. მკვდარშობილი გოგონა (1849);
  4. ფრანსუა პოლი (1852), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ფრანსუა ლუი (1854-1872), გიზის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  6. მკვდარშობილი ვაჟი (1861);
  7. მკვდარშობილი ვაჟი (1864);

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Frédéric Vergne. La Bibliothèque du Prince; Château de Chantilly, Les Manuscrits. Editions Editerra (1995) ISBN 978-2-908597-10-3 (In French)
  • "Caballeros de la insigne orden del toisón de oro". Guía Oficial de España (in Spanish). 1887. p. 146. Retrieved 21 March 2019.
  • Staatshandbücher für das Herzogtum Sachsen-Coburg und Gotha (1884), "Herzogliche Sachsen-Ernestinischer Hausorden" p. 31
  • Marquis de Flers, The Count of Paris, quoted in Moi Amélie, Last Queen of Portugal by Stéphane Bern, pp. 112-113
  • Index biographique des membres et associés de l'Académie royale de Belgique (1769-2005). p 65