ანრი გრეგუარი (ისტორიკოსი)
ანრი გრეგუარი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 21 მარტი, 1881[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | იუი |
გარდ. თარიღი | 28 სექტემბერი, 1964[6] [1] [2] [3] [4] [5] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | ბრიუსელი |
მოქალაქეობა |
![]() |
მუშაობის ადგილი | ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | როჯერ გოსენსი |
ანრი გრეგუარი (ფრანგ. Henri Grégoire; დ. 21 მარტი, 1881, გიუი, — გ. 28 სექტემბერი, 1964, ბრიუსელი) — ბელგიელი ბიზანტინისტი და სლავისტი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი.
კარიერის ძირითადი ნაწილი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში გაატარა. მეორე მსოფლიო ომის წლებში ასწავლიდა ამერიკაში საზოგადოებრივი კვლევების ახალი სკოლასთან ემიგრირებული ფრანგი და ბელგიელი სწავლულების მიერ შექმნილ „განვითარებული კვლევების თავისუფალ სკოლაში“. იყო ბიზანტინოლოგიის დარგში საერთაშორისო კონგრესების მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი და ჟურნალების „Byzantion“ და „Corpus bruxellense historiae Byzantinae“ დამაარსებელი და რედაქტორი. გრეგუარის ნაშრომთა უმრავლესობა ეხება ბიზანტიის წყაროთმცოდნეობის, პოლიტიკური ისტორიის, ასევე ბერძნული პოემის „დიგენის აკრიტასთან“ დაკავშირებულ საკითხებს. გრეგუარის წერილი „ივერთა მონასტერი და ათონის მთის ქართველთა როლი“ (ფრანგ. Le Monastère d'Iviron et le rôle de Géorgiens du Mont Athos) 1963 წელს დაიბეჭდა „ბიზანტინოლოგიური საზოგადოების წელიწდეულში“, ხოლო მისი ქართული თარგმანი სიმონ ყაუხჩიშვილმა გამოაქვეყნა. გრეგუარი „ბალავარიანის“ ბერძნული რედაქციის ავტორად ექვთიმე მთაწმიდელს მიიჩნევს და ამ ლიტერატურულ ნაწარმოებს უმაღლეს შეფასებას აძლევს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973;
- Левченко М. В., A. Грегуар и его работы по византиноведению, «Византийский временник», 1950, т. 3;
- მიწიშვილი წ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Babelio — 2007.
- ↑ 3.0 3.1 AlKindi
- ↑ 4.0 4.1 Proleksis enciklopedija — 2009.
- ↑ 5.0 5.1 Annuaire prosopographique : la France savante
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #124852785 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.