ანრეული სისტემა
ანრეული სისტემა— ძველ ქართულ ხელნაწერებში არსებული კრიფტოგრაფიული დამწერლობა. ანრეული საიდუმლო დამწერლობა გულისხმობს ერთეულთა და ასეულთა, ათეულთა და ათასეულთა გამომხატველი გრაფემების მონაცვლეობას.ანრეული სისტემის კრიპტოგრამები იშვიათად გვხვდება (სულ გამოყენებულია 6 ნიმუში).
ტერმინი ანრეულის შემქმნელად მარი ბროსე ითვლება.
| სათაურის ტექსტი | სათაურის ტექსტი | სათაურის ტექსტი |
|---|---|---|
| ა — რ | ზ — ღ | მ — წ |
| ბ — ს | ჱ — ყ | ნ — ჭ |
| გ — ტ | თ — შ | ჲ — ხ |
| დ — უ | ი — ჩ | ო — ჴ |
| ე — ფ | კ — ც | პ — ჯ |
| ვ — ქ | ლ — ძ | ჟ — ჰ |
H-1671 ხელნაწერში (1752 წ.) არის ასეთი კრიპტოგრამა: ტძჟჲჩთრწპტმჩაფ შდ რჲძრ რწჩბტრჭ ურწჩჲჭრ, ანუ: გლეხი შამოგწირო, თუ ახლა ამისგან დამიხსნა.
H - 2295 ხელნაწერის ზედა საცავ ფურცელზე XIX საუკუნის I მეოთხედის ხელით წერია: ოფძწმჩეფფ იფწჴ [...] არ რაჩბ აჴწ იფწბ ლრწბ[...]რა ბმჱრ ძჴსშ ურ დმჱრბჴბ გრჭპქჩშრ წრარ რქრბჲფ დერძბრ ურ ტრჭჩცჩშჲფ, ანუ: ხელმწიფეო ჩემო... რას არის, რომ ჩემს ძმას... არ სწყალობთ და უწყალოს ტანჯვითა სტანჯავ. მარა ავასხე უფალსა და გინიკითხე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დანელია კ., სარჯველაძე ზ., „ქართული პალეოგრაფია“, გამომცემლობა „ნეკერი“, თბ., 1997 გვ. 335-336