ანორთოკლაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანორთოკლაზი
Anorthoclase-tn23a.jpg
საერთო
ქიმიური ფორმულა(Na,K)AlSi3O8
იდენტიფიკაცია
ფერითეთრი, უფერო, მონაცისფრო-მოვარდისფრო
სიმაგრე მოოსის სკალით6-6.5
სიმკვრივე2.57-2.6, საშუალოდ = 2.58 კგ/მ³

ანორთოკლაზიმინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი. ქიმიური შედგენილობა (Na,K)AlSi3O8. კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. მიკროკლინისგან, ორთოკლაზისგან და სანიდინისგან განსხვავდება ოპტიკური კონსტანტითა და რენტგენური მახასიათებლებით. გვხვდება ნატრიუმით მდიდარ ვულკანურ ქანებსა და ჰიპაბისალურ ინტრუზიულ სხეულებში. გავრცელებულია იტალიაში, გერმანიაში, შოტლანდიაში, ნორვეგიაში, კენიაში, ნიგერიაში, ავსტრალიასა და ანტარქტიდაში. ანორთოკლაზი პირველად აღწერეს ანდეზიტურ ლავებში კუნძულ პანტელერიაზე 1885 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]