ანოლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანოლისი
Anolis carolinensis by Robert Michniewicz.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  ხვლიკისნაირნი
ოჯახი:  იგუანასებრნი
გვარი:  ანოლისი
ლათინური სახელი
Anolis

ანოლისი (ლათ. Anolis) — ხვლიკების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. ცნობილია 300-მდე სახეობა. გავრცელებულია ამერიკის ტროპიკებში და სუბტროპიკებში. უმრავლესობის სიგრძე 10-20 სმ-ია, ზოგი მათგანი 45 სმ-საც აღწევს. აქვს უნარი სწრაფად შეიცვალოს სხეულის შეფერილობა, რის გამოც ამერიკულ ქამელეონს უწოდებენ. ანოლისის შეფერილობაში ძირითადად მოყავისფრო და მომწვანო ფერები ჭარბობს, თუმცა აგზნებისას, აგრეთვე ტემპერატურისა და განათების ზეგავლენით ცხოველი ფერს სწრაფად იცვლის. იკვებებიან მწერებითა და მცირე ზომის უხერხემლო ცხოველებით. ბინადრობენ უმეტესად ხეებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]