ანოდი
იერსახე
ანოდი (ძვ. ბერძნ. ἄνοδος [anodos] — „აწევა“, „ასვლა“ < ἀνά [ana] — „ზევით“ და ὁδός [hodos] — „გზა“, „მოძრაობა“; სახელწოდება შემოიღო ინგლისელმა ფიზიკოსმა მ. ფარადეიმ, 1834 წელს) — ელექტრონული ან ელექტრონული ხელსაწყოს დადებითი ელექტროდი, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ელექტრონების მოძრაობა გარე წრედში მისგან საპირისპიროდაა მიმართული.
ანოდი შეიძლება იყოს:
- ელექტრული დენის წყაროს დადებითი ელექტროდი, მაგალითად, გალვანური ელემენტის ან ელექტრული აკუმულატორის დადებითი პოლუსი.
- ელექტრონული ხელსაწყოს (იონური ხელსაწყოს) ელექტროდი, რომელიც ჩვეულებრივ მიერთებულია ელექტრული დენის წყაროს დადებით პოლუსთან.
- ელექტროლიტური აბაზანის დადებითი პოლუსი.
- ელექტრული რკალის დადებითი ელექტროდი.
დანიშნულების მიხედვით ანოდად იყენებენ ლითონებსა (ტანტალი, მოლიბდენი, ნიკელი, სპილენძი, რკინა, ვოლფრამი და სხვა) და გრაფიტს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 469.