ანოგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანოგრამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  გვიმრანაირნი
კლასი:  კილამურები
რიგი:  კილამურასნაირნი
ოჯახი:  ტაბელასებრნი
გვარი:  ანოგრამა
სახეობა:  ანოგრამა
ლათინური სახელი
Anogramma leptophylla (L.) Link
სინონიმები
  • Anogramma caespitosa

ანოგრამა (ლათ. Anogramma leptophylla) — გვიმრა ტაბელასებრთა (ადრე ადიანტუმისებრთა) ოჯახისა. მცირე ზომის (6–25 სმ) მცენარეა, ქმნის პატარა კორდებს. აქვს ორგვარი ფოთოლი — სტერილური და სპორებიანი. გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ტასმანიაში, ახალ ზელანდიაში, დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, ამიერკავკასიასა და შუა აზიის (ქოპეთდაღი) მთებში. იშვიათი გვიმრაა. საქართველოში მარტო კოლხეთშიგურიასა (ფოთსა და სუფსას შორის) და აჭარაში (ბათუმი, ხულო) — იზრდება ზღვისპირა ტენიან დაჩრდილულ კლდეებზე, მუხნარსა და მურყნარში. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]