ანობონის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ანობონის პროვინცია
ესპ. Provincia de Annobón
ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
ადმ. ცენტრი სან-ანტონიო-დე-პალე
კოორდინატები 1°25′00″ ს. გ. 5°38′00″ ა. გ. / 1.41667° ს. გ. 5.63333° ა. გ. / -1.41667; 5.63333
ფართობი 17 კმ²
მოსახლეობა 5232 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 307,76 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი guineaecuatorialpress.com

ანობონის პროვინცია (ესპ. Provincia de Annobón) — ეკვატორული გვინეის 7-დან ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ეკვატორული გვინეის ოკეანურ ნაწილში. იგი წარმოადგენს ამავე დასახელების კუნძულს ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში. ფართობი — 17 კმ². 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 5232 ადამიანს.[1][2][3] უპირატესი ენა — ანობონური (პორტუგალურ-კრეოლური ენებიდან ერთ-ერთი). 1973-1979 წლებში ეწოდებოდა პაგალუ. ადმინისტრაციული ცენტრი — სან-ანტონიო-დე-პალე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ანობონის რუკა
კუნძულ ანობონის მდებარეობა

კუნძული მთიანია, ვულკანური წარმოშობის, ნაყოფიერი ნიადაგით. კუნძული ანობონი წარმოადგენს სტრატოვულკანის ეროდირებულ ზედაპირს ოკეანის ფსკერიდან დაახლოებით 5000 მეტრ სიმაღლეზე, რომელიც წარმოიშვა ოკეანის ქერქზე. მისი საძირკველი, რომელიც თვალითაც სჩანს, აგებულია პალაგონიტური ბრექჩიებით, რომლებიც შეიცავენ კლინოპიროქსენის და ოლივინის ფენოკრისტებს და მეგაკრისტებს. ისინი გარღვეულია ანკარამიტული ბაზანიტების სუბვერტიკალური დაიკებით. ეროზიული ზემოქმედებით ქვედა კომპლექსი გადაფარულია ბაზანიტური ნაკადებით, რომელთაგან ქვედას აქვს 18,4 მილიონი წლის ასაკი. თავის მხრივ, ისინი ასევე გარღვეულია 5,35 მილიონი წლის ასაკის დაიკებით. უკანასკნელ სტადიებში მიმდინარეობდა ტრისტანიტული და ტრაქიტული გუმბათების წარმოქმნა, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდია — პიკო-დე-ფუეგო (ესპ. Pico de Fuego). კლიმატი ეკვატორულია, მუდმივად ნოტიო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ანობონი 1473 წლის 1 იანვარს აღმოაჩინეს პორტუგალიელებმა, ამიტომაც მიიღო დასახელება, რომელიც ნიშნავს ახალი წლის მილოცვას (სიტყვასიტყვით «კეთილი წელი»). კუნძულ ბიოკოსთან (ფერნანდო პო) და ეკვატორული გვინეის თანამედროვე სანაპიროსთან ერთად 1778 წელს შეუერთდა ესპანეთს. 1968 წელს გახდა დამოუკიდებელი ეკვატორული გვინეის ნაწილი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია დაყოფილია 2 მუნიციპალიტეტად: სან-ანტონიო-დე-პალე და მაბანა, რომლებიც იყოფიან 3 რაიონად: ანგანჩი, აუალი და მაბანა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ეკვატორული გვინეისათვის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს. ამ კუნძულის ფლობა ქვეყნის ხელისუფლებას უფლებას აძლევს სან-ტომე და პრინსიპის სამხრეთით მდებარე ვრცელი საზღვაო არეალი განიხილოს, როგორც საკუთარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომელიც პოტენციურად მდიდარია ნავთობის საბადოებით. ამას გარდა, კუნძული გამოიყენება ტოქსიკური და რადიოაქტიური ნარჩენების დასამარხად.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]