ანკირის ბრძოლა
ანკირის ბრძოლა — გაიმართა დაახლოებით ძვ. წ. 239 წელს[1] სელევკიდების მეფე სელევკე II კალინიკოსსა და მის ძმას, უფლისწულ ანტიოქე ჰიერაქსს შორის.[2] სამოქალაქო ომი მძვინვარებდა სელევკიდების იმპერიაში ძვ. წ. 244 წლიდან, როდესაც დედოფალმა ლაოდიკე I-მა მხარი დაუჭირა თავის ვაჟს ანტიოქეს სელევკესის წინააღმდეგ აჯანყებაში. ანტიოქე იბრძოდა საკუთარი სამეფოს დასაბრუნებლად ანატოლიაში. მან შეძლო ესარგებლა თავისი ძმის ყურადღების გადატანითა და მისი დამარცხებით პტოლემე III მიერ მესამე სირიულ ომში. ძვ. წ. 239 წლისთვის სელევკოსმა მშვიდობა დამყარა პტოლემესთან და თავისი არმიის აღდგენის შემდეგ შეიჭრა ანატოლიაში.
მას შემდეგ რაც ომი დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა, რომლის პროგრესზეც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, სელევკოსი დამარცხდა დიდ ბრძოლაში პონტოს მეფის მითრიდატე II, იერაქსისა და გალატების გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ ანკირასთან, დაახლოებით ძვ. წ. 239 წელს. სელევკოსსმა ძლივს შეძლო თავისი სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ დაკარგა დაახლოებით 20000 ჯარისკაცი.[3]
ანტიოქეს გამარჯვებამ ანკირასთან (თანამედროვე ანკარა, თურქეთი) აიძულა სელევკოსს უარი ეთქვა ანატოლიაში თავის ტერიტორიებზე მისი სასარგებლოდ და კმაყოფილი დარჩენილიყო ტავროსის მთების აღმოსავლეთით მდებარე სელევკიდების მიწებით.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Battle of Ancyra, 240 or 239 B.C.. ციტირების თარიღი: 2020-07-10
- ↑ Overtoom, "The Power-Transition Crisis of the 240s BCE and the Creation of the Parthian State," The International History Review Volume 38, 2016 - Issue 5. Pages 984-1013. [1]
- ↑ Grainger, "The rise of the Seleucid Empire," Page 195.
- ↑ Jaques 2007, p. 50