ანკარული ზაფრანა
| ანკარული ზაფრანა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Crocus ancyrensis | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Crocus ancyrensis | ||||||||||||
| ||||||||||||
ანკარული ზაფრანა (თურქ. Ankara çiğdemi; ლათ. Crocus ancyrensis),[1] — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარის სახეობა, ზაფრანის გვარის (Crocus) ირისისებრთა ოჯახის (Iridaceae) წარმომადგენელი. თურქეთისთვის ენდემური სახეობა, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციით, გაუჩინარებისთვის ნაკლებად საფრთხის ქვეშ მყოფი (LC).[2] მიიღო ანკარის ანტიკური სახელწოდება — Ancyra.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველურ ბუნებაში იზრდება ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთსა და ცენტრალური ანატოლიის ტერიტორიაზე. გავრცელებულია თურქეთის შემდეგ პროვინციებში: ამასია, ანკარა, ბოლუ, ჩორუმი, კასთამონუ, ქირშეჰირი, კაისერი, ქაჰრამანმარაში, სამსუნი, სივასი და იოზგათი.
იზრდება ზღვის დონიდან 1000-1600 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ნიადაგზე, მშრალ ტყეებსა და ალპურ მდელოებზე, ასევე წიწვოვან ტყეებში. ყინვებს უძლევს, არ უყვარს სითბო, მაგრამ უყვარს წყალი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვირტი
- მცენარე იზრდება ბალახში
- მცენარე იზრდება კულტივირებაში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ანკარული ზაფრანა
- The Gardeners' chronicle: (ლათინური) a weekly illustrated journal of horticulture and allied subjects. Volume n.s. v.16, 1881: 528
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ BSBI List 2007 (xls). Botanical Society of Britain and Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-25. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
- ↑ Kew World Checklist of Selected Plant Families[მკვდარი ბმული]