ანიუტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანიუტა
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1886
გამოცემულია 5 მარტი, 1886

ანიუტა (რუს. Анюта) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 5 მარტს, ჟურნალ „Осколки“-ს მე-8 ნომერში გამოქვეყნდა. ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, გერმანულ, სერბო-ხორვატულ და ჩეხურ ენებზე ითარგმნა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა ჩეხოვმა 1886 წელს დაიწერა, ხოლო პირველად, 1886 წლის 5 მარტს (ძველი სტილით 23 თებერვალს), ჟურნალ „Осколки“-ს მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ხელმოწერით ა. ჩეხონტე. მოთხრობის რედაქტირებული ვერსია 1886 წელს კრებულში „ჭრელი მოთხრობები“ გამოქვეყნდა. მოგვიანებით ის შევიდა ადოლფ მარქსის მიერ 1899-1901 წლებში გამოცემულ ჩეხოვის თხზულებათა კრებულის მეორე ტომში.

1886 წლის 16 (ძველი სტილით 3) თებერვალს მწერალ ნიკოლაი ლეიკინისადმი მიწერილ წერილში ჩეხოვი სავარაუდო ცენზურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერდა: „ვაგზავნი მოთხრობას… ყურადღება ეთმობა სტუდიოზებს, მაგრამ არალიბერალური არაფერია. უკვე დროა ოფიციალურობა დავივიწყოთ“. მოთხრობა ცენზორებმა შეაჩერეს. 6-7 თებერვალს ლეიკინმა ჩეხოვს უპასუხა: „№ 6-ში დანიშნული თქვენი მოთხრობა, ვერ გავიდა. „ანიუტა“ ცენზორებმა კომიტეტისთვის დაიტოვეს, მაგრამ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ „Осколки“-სთვის მოთხრობა უკვე მკვდარია. ეს რაღაც პურიტანობაა, მათ სურთ, რომ მოთხრობაში არ იყვნენ დაუქორწინებელი ხალხი, თუ როგორაა საქმე? რა ჯანდაბა უნდათ! საშინლად გაცოფებული ვარ ‹…› „ანიუტას“ კორექტირებას ჯერ არ განვიხილავ. ხვალ წავალ ცენზორთან და მოვილაპარაკებ მასთან“[2].

მოგვიანებით, მცირე ცვლილების შემდეგ ცენზურის კომიტეტმა „ანიუტა“ მაინც დაუშვა. 1886 წლის 13-14 თებერვალს ლეიკინმა ჩეხოვს აცნობა: „ახლახან ცენზურის კომიტეტისგან მივიღე პაკეტი რომელშიც თქვენი მოთხრობა „ანიუტაა“. კომიტეტმა ის გაუშვა, მაგრამ მცირე შენიშვნებით. შენიშვნების მიხედვით ანიუტას სტუდენტთან ქორწინების გარეშე თანაცხოვრება უფრო დაფარულია, აგრეთვე ისიც, რომ მანამდე სხვა სტუდენტებთან ერთადაც ცხოვრობდა. ჩემი ხედვით, მოთხრობა ძლიერად არ დაუმახინჯებიათ და კვლავინდებურად კარგი არის“.

თხზულებათა კრებულში გამოქვეყნებამდე ჩეხოვმა მოთხრობის ტექსტი გადაამუშავა. ავტორმა ტექსტი მცირედით შეამცირა და მასში სტილისტური შესწორებები შეიტანა. შეიცვალა ანიუტას სახე — მოშორდა მისი უხასიათობის აღმნიშვნელი წვრილმანი დეტალები. ტექსტიდან გაქრა პერსონაჟი — იურისტი კლიკუშინი, მისი მონოლოგი მხატვარ ფეტისოვს გადაეცა. პერსონაჟების საუბრიდან მოშორდა ვულგარული გამონათქვამები, გადაიწერა მოთხრობის დასასრული.

მოკლე სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა გოგონა ანიუტა სასტუმრო „ლისაბონის“ ნომერში მესამე კურსის სამედიცინოს სტუდენტ სტეპან კლოჩკოვთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობს, რომელიც ყველაფერთან ერთად მისთვის ანატომიურ მოდელს წარმოადგენს. ის ქარგვით ირჩენს თავს და იმაზე ფიქრობს როგორ დააღწიოს თავი სიღარიბეს. მასთან მიდის მხატვარი ფეტისოვი და კლოჩკოვს გოგოს რამდენიმე საათით წაყვანას თხოვს, როგორც მენატურე. კლოჩკოვი თანხმდება, მაგრამ გოგონას პოზირების სურვილი არ აქვს. კლოჩკოვი ამხნევებს: „ნუ რა გჭირს! ადამიანი ხელოვნებისთვის გთხოვს და არა რამე უაზრობისთვის. და თუკი დახმარება შეგიძია რატომ არ უნდა დაეხმარო?“. მეგობრები ესთეტიკურ მხარეზე მსჯელობენ. მხატვარს გოგონა მიჰყავს.

გარკვეული დროის შემდეგ გოგონა მხატვრისაგან ბრუნდება, მენატურედ მუშაობის გამო ფეხზე ხანგრძლივი დგომისაგან დაღლილი. კოჩკოვი ანიუტას მიტოვებას გადაწყვეტს, მაგრამ სიბრალულის გამო თავისთან კიდევ ერთი კვირით დარჩენის საშუალებას აძლევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანტონ ჩეხოვი „ანიუტა“ // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982. т. 4. [Рассказы, юморески], 1885—1886. — М.: Наука, 1976. — С. 340—344.
  • „Наблюдатель“, 1886, № 12, стр. 38. Рецензии на сборник „Пестрые рассказы“.
  • „Мир божий“, 1900, № 11, стр. 93.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანიუტა. ორიგინალური რუსული ტექსტი.
  • ანიუტა, კონსტანს გარნეტის ინგლისურენოვანი თარგმანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანტონ ჩეხოვი. მოთხრობა „ანიუტა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-04. ციტირების თარიღი: 2017-08-30.
  2. მოთხრობა „ანიუტა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-04. ციტირების თარიღი: 2017-08-30.