ანისის ქართული წარწერა (1288)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ანისის ქართული წარწერა (1218).
საჰმადინის, ანისის ქართული წარწერა (1288)

ანისის ქართული წარწერა1288 წელს შესრულებული ანისის ცნობილი მოღვაწის პარონ საჰმადინის (სამადინის), რომელიც მოთავსებული იყო ანისის ქართული ეკლესიის კედელზე. აღმოაჩინა ნიკო მარმა 1910 წელს, ანისის არქეოლოგიური გათხრების დროს.

ტექსტის ანალიზი და მისი გამოქვეყნება საკუთარ თავზე ივანე ჯავახიშვილმა აიღო[1]. წარწერის ფოტო, მონახაზი, ასომთავრული და გაშიფრული ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1980 წელს. ეკლესია, რომლის კედელზეც ამოკვეთილია წარწერა, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოთეკაში აღმოჩნდა წარწერის ფოტონეგატივი (№ 11653/1804) ხოლო ხელნაწერთა ინსტიტუტში, ივ. ჯავახიშვილის პირად საარქივო ფონდში — ძლიერ დაზიანებული და ნაკლული წარწერის ტექსტის სამი გადმონაწერი — ორი ნ. მარის ავტოგრაფია, ხოლო ერთი — ივ. ჯავახიშვილისა. წარწერის შესახებ არსებული მასალების ურთიერთშედარებით გაირკვა, რომ წარწერა შესრულებულია 23 სტრიქონად, გაბმული ტექსტი იკითხება მხოლოდ მე-16 — 23-ე სტრიქონებში; იგი წარმოადგენს საბუთს, რომელიც გაცემულია XIII საუკუნის II ნახევრით. ანისის ცნობილი მოღვაწის პარონ საჰმადინის (სამადინის) მიერ. საბუთი შეეხება ანისის მოსახლეობას, მუ მოსახლეობის ნაწილის მიერ სესხის თუ გადასახადის გადახდას. ტექსტის ბოლოს დასმულია თარიღი — „ქრ(ო)ნ(ი)კ(ო)ნსა ფჱ“, ე. ი. 1288 წელი.

წარწერის ტექტსი მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში დასტურდება საქართველოსა და ამიერკავკასიაში მონღოლთა ბატონობის დროს გავრცელებული გადასახადები: თარიღი, ნამარი, თამღა, ყაფჩერი, მალი, იამი. აგრეთვე ტერმინები: ბაჟ-თამღა, თამღაჩი, თეთრი, თამღის ამოგდება და სხვა. ქართული წერილობითი ძეგლებიდან მათი ნაწილი მხოლოდ ამ წარწერის ტექსტში გვხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. სილოგავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 161-162.
  • ვ. სილოგავა, სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია, 1980, №2, გვ. 146-150.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „Свободные от раскопок часы, я занимался проверкой фотографического снимка большой, но дефектной грузинской надписи сахмадина 1288 г. издание которой взял на себя И. А. Джавахов. Она находится снаружи на южной стене верхнего этажа. С целю пополнить недостающие части надписи сахмадина здесь была произведена разведочная раскопка, давшая несколько новых грузинских надписей или фрагментов, в числе их почти полностью упомянутую драгоценную надпись Епифания в 20 длинных строк. Одна из ценных особенностей надписи та, что грузинскую надпись, датированную 1218 г. и представляющую обращение католикоса Грузии к проживавшим в Ани грузинам, скрепляют, на армянском языке, Григорий, армянский архиепископ Ани, и Вахрам, эмир города.“