ანიკშჩიაის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანიკშიაის რაიონი
Anykščių rajono savivaldybė
გერბი
Anyksciai COA.gif
ქვეყანა ლიტვის დროშა ლიტვა
სტატუსი რაიონი
შედის უტენის მაზრა
მოიცავს 10 სამამასახლისო
ადმინისტრაციული ცენტრი ანიკშჩიაი
მსხვილი ქალაქი ანიკშჩიაი, კავარსკასი, ტროშკუნაი
მოსახლეობა (2007)
32 637 კაცი (36 ადგილი)
სიმჭიდროვე 19,1 კაცი/კმ²
ფართობი 1 765 კმ² (6 ადგილი)
ანიკშიაის რაიონი რუკაზე
დროის სარტყელი +2
ოფიციალური საიტი

ანიკშიაის რაიონი (ლიტვ. Anykščių rajonas) — რაიონი ლიტვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, უტენის მაზრაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესაზღვრება მოლეტის, პანევეჟისის, უტენის, კუპიშკისის, როკიშკისისა და უკმერგეს რაიონები. ანიკშიაის რაიონის თვითმმართველობის ადმინისტრაციული ცენტრია ანიკშჩიაი. ტყეს უკავია ტერიტორიის 30,7 %, ტორფიანია - 25 %, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოიცავს რაიონის ტერიტორიის 56,8 %-ს. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე შვენტოიი თავისი შენაკადებით:ანიკშტა, იარა, ნევეჟისი, იუოსტა, ვაშინტა. ანიკშიაის ეკუთვნის ასევე 70-მდე ტბა. რაიონის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 194 მეტრია. რაიონის ტერიტორიაზეა ასევე ანიკშიაის რეგიონალური პარკი, ორი ჰიდროგრაფიული, ორი იხთიოლოგიური, ბოტანიკური, გეომორფოლოგიური და ლანდშაფტური ნაკრძალები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი დაარსდა 1950 წელს ანიკშიაის, კუპიშკისის და უტენის მაზრის ტერიტორიებზე. მისი ფართობი იყო 823 კმ2. 1953 წლამდე რაიონი შედიოდა ვილნიუსის ოლქში. 1959 წელს რაიონს შეუერთდა ქალაქი ტროშკუნაი და გაუქმებული ტროშკუნაის რაიონის ნაწილი. 1962 წელს კი ქალაქი კავარსკასი და გაუქმებული კავარსკასის რაიონის უდიდესი ნაწილი. 1962-1978 წლებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გადავიდა მეზობელი მოლეტის, პანევეჟისისა და უკმერგეს რაიონების შემადგენლობაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 32 637 კაცს, რომელთა უმრავლესობა ლიტველები არიან (95,8 %), ცხოვრობენ ასევე რუსები - 3, 2 % და პოლონელები - 0,2 %.

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა (2001):

თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი მოიცავს 10 სამამასახლისოს:

  • ანდრიონიშკისის (ლიტვ. Andrioniškio seniūnija)
  • ანიკშჩიაიის (ლიტვ. Anykščių seniūnija)
  • ვეშინტოსის (ლიტვ. Viešintų seniūnija)
  • დებეიკიაიის (ლიტვ. Debeikių seniūnija)
  • კავარსკასის (ლიტვ. Kavarsko seniūnija)
  • კურკლიაის (ლიტვ. Kurklių seniūnija)
  • სვედასაის (ლიტვ. Svėdasų seniūnija)
  • სკემონისის (ლიტვ. Skiemonių seniūnija)
  • ტრაუპისის (ლიტვ. Traupio seniūnija)
  • ტროშკუნაის (ლიტვ. Troškūnų seniūnija)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]