შინაარსზე გადასვლა

ანიკშჩიაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ანიკშჩაი
Anykščiai

დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა უტენი
რაიონი ანიკშჩიაი
კოორდინატები 55°32′04″ ჩ. გ. 25°06′26″ ა. გ. / 55.53444° ჩ. გ. 25.10722° ა. გ. / 55.53444; 25.10722
დაარსდა 1442
პირველი ხსენება 1442
ცენტრის სიმაღლე 75 მეტრი, 74 მეტრი
მოსახლეობა 11 960 კაცი
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო
სატელეფონო კოდი 381
საფოსტო ინდექსი LT-29001
ანიკშჩიაი — ლიეტუვა
ანიკშჩიაი

ანიკშჩიაი (ლიეტ. Anykščiai, პოლ. Onikszty) — ქალაქი ლიეტუვის ჩრდილოეთ ნაწილში, ანიკშჩიაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობა და საერთო მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანიკშჩიაი
ხიდი შვიანტოიზე

მდებარეობს მდ. შვიანტონის ორივე სანაპიროზე (ლიეტ. Šventoji, ნემანის აუზი), 52 კმ.-ში უტენიდან და 110 კმ.-ში ვილნიუსიდან. პანევეჟისი - შვიანჩიონელიაის ხაზზე, სარკინიგზო სადგურით.

მეორე მსოფლიო ომის დროს, დაახლოებით, 4 ათ. ადამიანი ცხოვრობდა. 1968 წელს მოსახლეობა შეადგენდა თითქმის 7 ათ. ადამიანს, მოგვიანებით 13 ათ.-ს; მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შედგენენ ლიეტუველები.

ქალაქის სახელი მომდინარეობს მდ. ონიკშტიდან (ლიეტ. Anykšta), რომელიც ჩეადინება მდ. შვიანტოიში. ლიეტუვურ ენაში სახელი მრავლობით ფორმაშია, ამიტომაც არსებითი სახელის მსგავსად ბრუნება არ არის მიზანშეწონილი.

ონიკშტების პირველი ხსენება დოკუმენტებში ხდება 1442 წელს. ქალაქსგარკვეული პრივილეგიები მიანიჭა პოლონეთის მეფე სტანისლავ ავგუსტმა 1792 წლის 17 იანვრის ხელმოწერით. 1795 წელს ქალაქის სტატუსი დაკნინდა და მხოლოდ 1938 წელს აღდგა მისი უფლებები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: