ანიკეტუსი (პაპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანიკეტი (პაპი))
ანიკეტი

ანიკეტუსი (ლათ. Anicetus; დ. უცნობია, ჰომსი, სირია— გ. 167) — რომის პაპი 155–166 წლებში კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 17 აპრილი. წარმოშობით სირიელი.

ცნობები მის ცხოვრებაზე ძალზედ მწირია, Liber Pontificalis-ზე დაყრდნობით ანიკეტი სირიელი იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი მმართველობისას რომში იმყოფებოდა სმირნას (მცირე აზია) ეპისკოპოსი პოლიკარპე, რომის ეკლესიასთან სხვადასხვა საკითხების შესათანხმებლად, რომელთა შორისაც იყო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის საკითხიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
პიუს I
რომის პაპი

155166
შემდეგი:
სოტერი