ანია ანდერსენი
| ანია ანდერსენი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 25 სექტემბერი, 1965 (61 წლის) |
| დაბ. ადგილი | ჰერსჰოლმი |
| მოქალაქეობა | დანიის სამეფო |
| საქმიანობა | ასტრონომი[1] , ასტროფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
| მუშაობის ადგილი | კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[2] , სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი[3] , Nordic Institute for Theoretical Physics[4] და უფსალის უნივერსიტეტი[5] |
| ალმა-მატერი | კოპენჰაგენის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | Dansk Magisterforenings Forskningspris[6] , H.C. Ørsted silver medal[7] , Research Communication Award[8] და Ebbe Munck Award[9] |
| საიტი | dark-cosmology.dk/~anja |
ანია სეტი ანდერსენი (დან. Anja Cetti Andersen; დ. 25 სექტემბერი, 1965) — დანიელი ასტრონომი და ასტროფიზიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1991 წელს, ასტრონომიის მაგისტრის ხარისხი 1995 წელს და დოქტორის ხარისხი 1999 წელს, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. მისი დისერტაციის სახელი იყო „კოსმოსური მტვერი და გვიანი ტიპის ვარსკვლავები“. მისი პოსტდოქტორანტურის კვლევა დააფინანსა კარლსბერგის ფონდმა,[10] თავდაპირველად უფსალას უნივერსიტეტის ასტრონომიისა და კოსმოსური ფიზიკის დეპარტამენტში, შემდეგ კი კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ასტრონომიულ ობსერვატორიაში.
ამის შემდეგ დაფინანსდა მშობლიური ინსტიტუტიდან და მიიღო უმაღლესი განათლების სწავლებისა და სწავლების პრაქტიკის დიპლომი მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. ასტრონომიის მიმართ ინტერესი გაუჩნდა მეშვიდე კლასში, როდესაც მის სკოლას ესტუმრა უფე გრაე იორგენსენი, დანიელი ასტრონომი, რომელთანაც ახლა კოპენჰაგენში მუშაობს.[11] ჰყავს სამი შვილი, იული, სესილი და იაკობი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი შრომა კონცენტრირებულია კოსმოსურ მტვერზე და მის როლზე „კომპლექსური მოლეკულების, ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმირებასთან მიმართებაში“.[12] ამჟამად არის ასოცირებული პროფესორი ნილს ბორის ინსტიტუტში და მენეჯმენტის გუნდის წევრია, სადაც კვლევებს ატარებს კოპენჰაგენის Dark Cosmology Center-ში.
არის აკადემიური ნაშრომების გამომცემელი, რამდენიმე წიგნის ავტორი და ლექტორი, ასევე ერთ-ერთ საუკეთესო მომხსენებლად ითვლება, რომელიც იყენებს საჯარო ინფორმირების ტექნიკებს მეცნიერების პროფილის ასამაღლებლად საზოგადოებაში. ანია ანდერსენის კვლევისთვის დამახასიათებელია, რომ ფიზიკის, ქიმიის, გეოლოგიისა და ბიოლოგიის გადაკვეთაზე მუშაობს. მისი ადრეული კვლევა მოიცავდა მეტეორიტში აღმოჩენილ მზის სისტემამდელ მარცვლებს. სუზანე ჰოფნერთან ერთად, 2003 წელს მათმა კვლევამ აჩვენა, რომ „მტვრის სწორი მიკრო-ფიზიკური აღწერა გადამწყვეტია AGB ვარსკვლავების მასის დაკარგვის ტემპის პროგნოზირებისთვის“.
ჰოფნერთან მუშაობა გაგრძელდა, რამაც გამოიწვია მტვრით მართული ქარის მოქმედების შესახებ ცოდნის შემდგომი განვითარება და უფსალას მკვლევრებთან თანამშრომლობით შეისწავლა „როგორ იცვლება მტვრის ნაწილაკების ოპტიკური თვისებები“, როდესაც ვარსკვლავიდან გამოდიან და ვარსკვლავთშორის რეგიონებში გადადიან.[13] ადრეული პლანეტების ფორმირებაზე კოსმოსური მტვრის გავლენის კვლევასთან ერთად, ასევე მუშაობს მოდელებზე, თუ რატომ შედგება დედამიწაზე სიცოცხლე მარცვლოვანი ამინომჟავებისგან და შაქრებისგან.[12] ანდერსენი აცხადებს, რომ თავს „არატიპიურ ასტრონომად“ გრძნობს, „რადგან დროის უმეტეს ნაწილს ლაბორატორიაში ვატარებ, სადაც მეტეორიტების ქიმიურ შემადგენლობას ვსწავლობ, რათა ეს ცოდნა გამოვიყენო თეორიული მოდელებისთვის, თუ როგორ შეიძლება მზის სისტემები წარმოიქმნას“.
ასევე არის ავტორი, დანიელ პიტერ კლაუზენთან ერთად ქმნის ნაშრომებს ასტრონომიის შესახებ, რომლებიც მიმართულია ფართო საზოგადოებისკენ.[14] მიუხედავად იმისა, რომ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი თავის სფეროში, ასევე არის მეცნიერი, რომელსაც სჯერა, რომ „მნიშვნელოვანია მსოფლიოს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოვუყვეთ საინტერესო ახალი კვლევების შესახებ“.[15]
დაწერა წიგნები ბავშვებისთვის, სადაც ასტრონომიას უხსნის ახალგაზრდა აუდიტორიას, ასევე "Stjernsov og Galakser" (ვარსკვლავთა მტვერი და გალაქტიკები), და ბოლო დროს "Livet er et Mirakel" (სიცოცხლე სასწაულია), თეოლოგ ანა მეილედესთან ერთად. მისი მრავალი ჯილდო მიღებულია სწავლების უნარისა და „საჯარო ინფორმირების“ გამო, მეცნიერების პროფილის ამაღლებაში გაწეული სამუშაოსთვის.[16] ასევე არის ქალთა რიცხვის გაზრდის მომხრე, რომლებიც ამჟამად მეცნიერების აკადემიაში პატივსაცემ პოზიციებზე იმყოფებიან, 2007 წელს გენდერული თანასწორობის Djof კონფერენციაზე განაცხადა: „მირჩევნია მაღალი თანამდებობა მქონდეს, იმიტომ რომ ქალი ვარ, და ვაჩვენო რისი გაკეთება შემიძლია, ვიდრე კარს გარეთ ვიჯდე და შანსი არასდროს მომეცეს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შოლტს იყენებთ თუ სტაფილოს, უბრალოდ ვიმოქმედოთ“.
ბნელი ენერგიის და ბნელი მატერიის, კოსმოსური მტვრის და ასტრონომიის მრავალი სხვა საკითხის შესახებ თავის სამუშაოს ხსნის შემდეგ საგანმანათლებლო ვიდეოში: „ინტერვიუ ანია ცეტი ანდერსენთან - ავტორი, პროფესორი და მკვლევარი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტი“.[17][18] გარდა ამისა, მის სახელს ატარებს მცირე პლანეტა 8820 Anjandersen, ალტერნატიული აღნიშვნა 1985 VG = 1961 CE1 = 1978 YO1 = 1992 SG24 = 1994 CS1.[19]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1209243407 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ http://www.dm.dk/OmDM/Forskningspriser
- ↑ http://universitetsavisen.dk/videnskab/anja-c-andersen-modtager-fornem-pris
- ↑ https://ufm.dk/forskning-og-innovation/forskningsformidling/forskningskommunikationsprisen
- ↑ https://nbi.ku.dk/Forskning/astrofysik/?pure=da%2Fprizes%2Febbe-muncks-haederspris(076011cd-088c-4364-8d05-2781945be6fe).html
- ↑ Anja C. Andersen employment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2013-02-03
- ↑ Uffe Grĺe Jřrgensen. Astro.ku.dk. ციტირების თარიღი: 2013-02-03
- 1 2 Anja C. Andersen receives researchers' own award – Niels Bohr Institute – University of Copenhagen. Nbi.ku.dk (2008-11-10). ციტირების თარიღი: 2013-02-03
- ↑ Anja C. Andersen's research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-15. ციტირების თარიღი: 2013-02-03
- ↑ The Astrophotography of Peter Clausen. Glimpses of Heaven. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-26. ციტირების თარიღი: 2013-02-03
- ↑ Anja C. Andersen named Faculty of Science Communicator of the Year – University of Copenhagen (2012-01-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2013-02-03
- ↑ Kvindernes stjernekriger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-17. ციტირების თარიღი: 2013-02-03
- ↑ Interview with Anja Cetti Andersen – Author, Professor, and Researcher – Copenhagen University დაარქივებული December 11, 2013, საიტზე Wayback Machine.
- ↑ TV Europa. (2010-08-24) My interview with Anja Cetti Andersen – Dark Cosmology Center at Copenhagen University en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-02-16
- ↑ JPL Small-Body Database Browser. Ssd.jpl.nasa.gov. ციტირების თარიღი: 2013-02-12
