ანთოლოგიური სერიალი
იერსახე

ანთოლოგიური სერიალი — რადიო- ან სატელევიზიო სერიალი, ფილმების სერია, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ისტორიებს, პერსონაჟებს და განსხვავებულ გარემოებებს თითოეულ სერიაში, სეზონში, სეგმენტში ან მონაკვეთში.[1] ჩვეულებრივ, თითოეულ სერიაში სხვადასხვა სამსახიობო დასია წარმოდგენილი, მაგრამ რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მაგალითად Four Star Playhouse-ში, მუშაობდა მსახიობების მუდმივი დასი, რომლებიც ყოველ კვირას განსხვავებულ დრამას აჩვენებდნენ.[2] ზოგიერთი ანთოლოგიური სერიალი, მაგალითად Studio One, რომელიც დაიწყო რადიოში, შემდეგ გაფართოვდა და ტელევიზიით იქნა ნაჩვენები. ქართველი მაყურებლებისთვის, საკმაოდ ცნობილი უცხოური ანთოლოგიური სერიალია „ამერიკული საშინელებათა ისტორია“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეროვნული აუდიო თეატრი: "ჰაერის ინერვაცია: თანამედროვე ამერიკული რადიო დრამის მოკლე ისტორია" სარა მონტეგა, 1999 წლის 8 ივნისი)
- კლასიკური სატელევიზიო არქივი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Anthology series changing television“. 23 October 2015. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Full Cast & Crew. ციტირების თარიღი: 19 April 2019