ანთოკის წმინდა კვირიკეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანთოკის წმინდა კვირიკეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ანთოკი

ანთოკის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 500 მეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდ შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (3,8x 2,7) მეტრი. ნაგებია რიყის ქვითა და მოყვითალო ფერის კირის ხსნარით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. რომლის ქვემოთ კედელზე რიყის ქვით ნაშენი კუთხეებმომრგვალებული ტრაპეზია მიდგმული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთით თითო მცირე ოთხკუთხა ნიშაა. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი ნახევარცილინდრული კამარით. 2008 წელს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეკლესია თვითნებურად, სათანადო პროექტის შედგენის გარეშე შეაკეთეს. მათ კედლების დანგრეული ნაწილები აღდგენილია რიყის ქვით, აგურით და ცემენტის ხსნარით. შესასვლელი გარედან გადაუხურავთ აგურის შეუსაბამო თაღით. კედლებს აღარ აქვს ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]