ანთოკის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანთოკის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის ჩრდილო-დასავლეთით, 2-3 კილომეტრზე ტყეში. განეკუთვნება სავარაუდოდ გვიანდ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით, გამოყენებულია აგურიც. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში, თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ თითო ოთხკუთხა ნიშაა. ერთიანი შეისრული ფორმის კამარით. სამხრეთ ფასადზე შესასვლელის თაღის თავზე ჩასმულია ოთხკუთხა ქვა, რომელშიც კვადრატული ნიშაა ამოკვეთილი. ეკლესიას აგურის ლავგარდანი აქვს და გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]