ანთიმოზ ჯუღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანთმოზ ჯუღელი (ფსევდონიმი: გადაღმელი; დ. 1846 – გ. 1925) — ქართველი პროზაიკოსი, პედაგოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომ თბილისის სასულიერო სემინარიაში. პედაგოგობდა სოფელ სუჯუნასა და ქალაქ სოხუმში, ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ავტორია 1875-76 წლებში გამოქვეყნებული რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობისა და პატარა თხზულებებისა საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე. შეადგინა საბავშვო წიგნები: „ბუნების სარკე“ (1875), „სიყვარული“ (1879), დედა ენის სასწავლო სახელმძღვანელო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 447.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]