ანთიმოზ ივერიელის გასასვლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ეგზარქოსის შესახვევი, ავგუსტ ბებელის შესახვევი

ანთიმოზ ივერიელის გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი); ერეკლე II-ის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. წარმოიქმნა XVII საუკუნის 40-იან წლებში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ეგზარქოსის შესახვევი, 1922 დაერქვა ავგუსტ ბებელის შესახვევი. 1962 მიეკუთვნა ანთიმოზ ივერიელის სახელი. გასასვლელის მახლობლად 1959 წელს, სტამბის დაარსების 250 წლისთავის აღსანიშნავად აღმართული სტელა მიგვანიშნებს, რომ აქ იყო ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში დაარსებული პირველი ქართული სტამბა (1709), სადაც დაიბეჭდა ოცზე მეტი დასახელების ასეულობით წიგნი, მათ შორის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]