ანზორ დიასამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანზორ დიასამიძე (დ. 5 ოქტომბერი, 1951) — ქართველი მეზღვაური. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანზორ დიასამიძე დაიბადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის რაიონის სოფელ გულებში 1951 წლის 5 ოქტომბერს. დამთავრა ქალაქ ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1971 წელს; ქალაქ ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი 1987 წელს.

1972 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთ ტანკერზე გაიარა ყველა საფეხური მატროსობიდან კაპიტნობამდე. 1987 წლიდან მეთაურობს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მოგვიანებით კი „Anglo-Georgian Co“-სა და „ABC maritime Co“-ს გემების სხვადასხვა ეკიპაჟებს. 1998-2004 წლებში იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.

ახალგაზრდა მეზღვაურთა კადრების მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადების მიზნით მისი ინიციატივითა და თაოსნობით ბათუმში დაარსდა საზღვაო პროფილის სასწავლო ცენტრი — „ანრი“, რომელსაც უცვლელად თავადვე ხელმძღვანელობს. 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]