ანზორ გომართელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

ანზორ გაიოზის ძე გომართელი (დ. 10 მარტი, 1936, თბილისი — გ. 23 აპრილი, 1992, იქვე) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1976).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, პროფესორი ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნო. 1963 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1986 წლოვანი ნამუშევრები: ექვთიმე თაყაიშვილის (1982, ბრინჯაო, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს (1983, ბრინჯაო, სოფ. შემოქმედი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სერგეი მესხის (1985, ბრინჯაო, ქუთაისი), დავით სარაჯიშვილის (1991, ბრინჯაო, საქართველოს მწერალთა კავშირი, თბილისი) ძეგლები; შინმოუსვლელთა მემორიალი ბოლნისსა და ხობში (1976, ქვა), მიხეილ ჯავახიშვილისა (1988, ქვა, სოფ. წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი) და კონსტანტინე ლესელიძის (1975, ბრინჯაო, ოზურგეთი) ბიუსტები; კომპოზიცია „დაუმთავრებელი ფანტაზია“ (დაჯილდოვდა ვროცლავის მხატვართა კავშირის დიპლომით, პოლონეთი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]