ანზორ არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანზორ არველაძე (დ. 25 ივლისი, 1941, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1965–1967 წლებში იყო ბორჯომისა და ბაკურიანის რაიონის ქირურგი 1967–1969 წლებში ქალაქის №1 საავადმყოფოს რეანიმატოლოგი. 1969–1971 წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I ქირურგიული კათედრის ასპირანტი. 1971 წლიდან მუშაობს ამავე ინსტიტუტში: I ქირურგიული კათედრის ორდინატორად. 1974 წლიდან – ასისტენტად. 1979 წლიდან დოცენტად. ავტორია 59 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება წყლულოვან დაავადებებს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია რუსულ ენაზე: „ვაგოტომია წყლულოვანი დაავადებების ქირურგიაში“.

1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სელექციური ვაგოტომია 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ.18
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006 ირინა ჯაფარიძე თბ., 2012 გვ. 302

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]